მაია ცქიტიშვილი - როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკური თვალსაზრისით მზად ვართ უახლოეს მომავალში მივიღოთ ვაქცინის პირველი პარტია

მაია ცქიტიშვილი - როგორც საკანონმდებლო, ისე ტექნიკური თვალსაზრისით მზად ვართ უახლოეს მომავალში მივიღოთ ვაქცინის პირველი პარტია

access_time2021-01-28 12:00:00

საქართველოში მოსახლეობის დაახლოებით 60% აცხადებს თანხმობას აცრაზე და ეს არ არის ცუდი მაჩვენებელი სხვა ქვეყნებთან შედარებით. პირველ რიგში, ვაპირებთ აქტიურ კომუნიკაციას და ამ პროცესში მედია-საშუალებების დახმარების იმედიც გვაქვს, რათა ყველას ავუხსნათ, რომ ვაქცინაციასთან არანაირი რისკები არ არის დაკავშირებული და უფრო პირიქით, იმ შემთხვევაში თუ ვაქცინაციას დროის მოკლე მონაკვეთში არ დავასრულებთ, სწორედ ეს იქნება ყველაზე დიდი საფრთხე, რაც ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი კვლავ არ იქნება უზრუნველყოფილი იმუნიტეტით და შესაბამისად, ისევ იარსებებს ინფექციის გავრცელების რისკი, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.



მაია ცქიტიშვილის თქმითვე, საერთაშორისო კოვაქს პლატფორმის მეშვეობით, საქართველომ პირველი შესაძლებლობისთანავე გააკეთა განაცხადი ავტორიზებული ვაქცინის 20%-იანი ზღვრული ოდენობის შეძენასთან დაკავშირებით.



„საქართველოში ვაქცინაციის პროცესისთვის შექმნილია ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომლის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც სამთავრობო სტრუქტურები, ასევე სახალხო დამცველი და 80-ზე მეტი ექსპერტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტექნიკურადაც ვართ მზად ყველა ტიპის ვაქცინის მისაღებად და აქტიურ კომუნიკაციაში ვართ საერთაშორისო პარტნიორებთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან, ევროკავშირთან, ყველა მომწოდებელთან, იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ ვაქცინის პირველი დოზები, რათა ეს პროცესი შეუფერხებლად გავიაროთ და ვაქცინაციის დარულების შემდეგ ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდეთ,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.




ვიცე-პრემიერმა ასევე ხაზი გაუსვა სახელმწიფოს პასუხისმგებლობას ვაქცინის მოხმარების პროცესში შესაძლო გართულებებთან დაკავშირებით.



„ეს არის დამატებითი მოთხოვნა ვაქცინის მწარმოებელი კომპანიებიდან და ასევე საერთაშორისო პრაქტიკაა. რადგან ძალიან მოკლე დროში შემუშავდა ვაქცინები, მწარმოებლებმა ითხოვეს, რომ სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებული იყოს პასუხისმგებლობა, ან ხარჯების ანაზღაურება იმ შემთხვევაში თუ რაიმე სახის გართულება ექნება მოქალაქეს. ყველამ კარგად ვიცით, რომ არის ერთეული შემთხვევები, რასაც სამედიცინო სივრცეში აკვირდებიან. ამ ცალკეულ შემთხვევებზეც, თუკი ასეთი მოხდა, ბევრი სხვა ქვეყნის მსგავსად, საქართველოც იღებს პასუხისმგებლობას და მთავრობა აანაზღაურებს ნებისმიერი მკურნალობის ხარჯებს. დიდი მადლობა პარლამენტს, რომელსაც საგანგებო სესიის ფარგლებში მოუხდა ამ საკითხის ოპერატიულად განხილვა, რის შემდეგაც ჩვენ უკვე საკანონმდებლო და ასევე ტექნიკური თვალსაზრისით მზად ვართ უახლოეს მომავალში მივიღოთ ვაქცინის პირველი პარტია,“ - თქვა მაია ცქიტიშვილმა.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up