მაია ცქიტიშვილი - საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო დაგეგმილი თავდაპირველად

მაია ცქიტიშვილი - საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო დაგეგმილი თავდაპირველად

access_time2020-12-22 14:12:49

საკოორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით შეზღუდვების შემსუბუქება არ განხოციელდეს იმ მასშტაბით, რა მასშტაბითაც ეს იყო დაგეგმილი თავდაპირველად, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა მაია ცქიტიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მაია ცქიტიშვილმა დეტალურად ისაუბრა შეზღუდვებისა და დაშვებების შესახებ, რომელიც საკოორდინაციო საბჭომ 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში დაადგინა.


„ძალაში რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის შეზღუდვა დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში, ფოთსა და თელავში. მუნიციპალური ტრანსპორტი არ იფუნქციონირებს 24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით პერიოდში.


ასევე, ძალაში რჩება საქალაქთაშორისო ტრანსპორტის შეზღუდვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, როგორც ეს დადგენილი იყო 28 ნოემბრიდან.


სამწუხაროდ, ვერ გაიხსნება ბაზრობები. იმუშავებენ აგრარული ბაზრები ისევე, როგორც ისინი ფუნქციონირებენ 28 ნოემბრის შემდეგ და იმუშავებენ იმ პირობით, რომ სრულად დაიცავენ უსაფრთხოების ყველა წესს, რომელიც დადგენილია დღეის მდგომარეობით.



24 დეკემბრიდან - 2 იანვრის ჩათვლით ზემოთაღნიშნულ დიდ ქალაქებში დაშვებული იქნება სავაჭრო ობიექტების ფუნქციონირება, იმ შემთხვევაში, თუ ისევ და ისევ დაიცავენ ყველა იმ წესს, რომელიც არის დადგენილი დღეისთვის და მეტიც, ჩვენ ასევე კონსულტაციების შედეგად, როგორც ეპიდემიოლოგებთან, ისე ბიზნესის წარმომადგენლებთან, მივიღეთ გადაწყვეტილება დამატებითი რეგულაციების დაწესების თაობაზე, რომლებიც მეტად დაიცავს მომხმარებლებს სავაჭრო ქსელებში ვიზიტის დროს, კერძოდ, მაღაზიების სამუშაო საათები განისაზღვრა დილის 07:00 საათიდან 19:00 საათამდე, მომხმარებლების სავაჭრო სივრცეში დაშვება უნდა მოხდეს ნაკადების მკაცრი მართვით. ამისთვის მაღაზიების ფართის ყოველ 20 კვ.მ-ზე დაიშვება არაუმეტეს ერთი მომხმარებლისა. მაღაზიების როგორც შიდა, ასევე გარე სივრცეებში უნდა მოხდეს მომხმარებელთა რიგების მკაცრი მართვა, რათა დაცული იყოს ყველა ზომა, როგორიცაა სოციალური დისტანცია, პირბადის სწორი მოხმარება. ფასდაკლებების აქციები უნდა გამოცხადდეს ძირითადად ან დილის საათებში, ან ონლაინ გაყიდვების დროს, რათა არ იყოს დაშვებული მომხმარებლების დიდი კონცენტრაცია მაღაზიებში. ტანსაცმლის მაღაზიებში არ იმუშავებს გასახდელები. ამასთან, მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით მაღაზიებმა უნდა დაუშვან პროდუქციების დაბრუნება ან გადაცვლა 1 თვის განმავლობაში და ეს უნდა მოხდეს მხოლოდ პირველი თებერვლის შემდეგ,“  - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მისი თქმით, ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ღონისძიებები მათ შორის, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება.


„სავაჭრო ცენტრებში იკრძალება კვების ობიექტების ფუნქციონირება, მათ შორის გატანის სერვისით. ყველა სივრცეში და მაღაზიის გარეთ რიგებში დაცული უნდა იყოს სოციალური დისტანცია და პირბადეების სწორად ტარების მოთხოვნები. აღნიშნულზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება მაღაზიების და სავაჭრო ობიექტების ადმინისტრაციას. ნებისმიერი დარღვევის დადგენის შემთხვევაში ობიექტების მიმართ გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ყველა ღონისძიება, როგორც დაჯარიმება, ასევე საქმიანობის შეჩერება,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.


მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით დაშვებული სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი.

„მოგეხსენებათ, რომ დღეის მდგომარეობით სათხილამურო კურორტების გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით დაშვებული იყო სასტუმროების და მათთან არსებული რესტორნების ფუნქციონირება მხოლოდ სასტუმროების სტუმრებისთვის. თუმცა თითოეული ჩვენგანი ხედავს, რომ სასტუმროები ხშირ შემთხვევაში, ცდილობენ, გვერდი აუარონ ამ აკრძალვას. ჰქონდათ მცდელობა, რომ გვერდი აევლოთ კულტურული და გასართობი ღონისძიებების აკრძალვისთვის და სასტუმროები მასიურად გვთავაზობენ სადღესასწაულო სუფრების გამართვას. შესაბამისად, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასტუმროების რესტორნები იმუშავებენ მხოლოდ 21:00 მდე, ხოლო 21:00-დან დაშვებული იქნება მხოლოდ ნომერში მომსახურების სერვისი. სხვა რესტორნები და კვების ობიექტები ქვეყნის მასშტაბით გააგრძელებენ მუშაობას მხოლოდ გატანის სერვისზე,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up