მაია კაშია: როდესაც ქვეყანაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდპასპორტი აღარ წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას

მაია კაშია: როდესაც ქვეყანაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდპასპორტი აღარ წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას

access_time2022-02-02 10:00:00

როდესაც ქვეყანაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდა, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდპასპორტი აღარ წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას, - ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია კაშიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

მისი თქმით, კოვიდპასპორტების არსებობის დროს უნდა შეიცვალოს გარკვეული წესები და ადამიანს იმ შემთხვევაში უნდა მიენიჭოს მწვანე სტატუსი, თუ ის არის სრულად ვაქცინირებული ან ჩატარებული აქვს PCR ტესტი.

„ამ ეტაპზე, როდესაც ქვეყანაში ომიკრონი დომინანტი შტამი გახდა, ახალი შემთხვევების თითქმის 90% სწორედ ომიკრონისგან არის გამოწვეული, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, ვიდრე აქამდე არსებული შტამები, შეიძლება ითქვას, რომ კოვიდპასპორტი აღარ წარმოადგენდა მნიშვნელოვან პრევენციულ ღონისძიებას, თუმცა ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ მისი გაუქმება მისასალმებელი და აუცილებელი იყოს, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ კოვიდპასპორტებმა საკმაოდ კარგი, დადებითი დინამიკა მოახდინა იმუნიზაციის პროცესში ჩართულ პირთა რაოდენობის მატებაში. შესაბამისად, ამ ეტაპზე კოვიდპასპორტების გაუქმებამ შეიძლება საკმაოდ შეუშალოს ხელი იმუნიზაციის პროცესს და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ბევრად უფრო რთული გახდეს. მას შემდეგ, რაც კოვიდპასპორტები შემოვიღეთ ქვეყანაში, რა თქმა უნდა იყო გარკვეული კითხვები, თუნდაც ის, რომ მწვანე პასპორტი ენიჭებოდა ყველა იმ ადამიანს, ვისაც გადატანილი ჰქონდა გარკვეული დროის განმავლობაში კოვიდინფექცია, რაც თავიდანვე არ იყო სწორი, რადგან ვიცით, რომ ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ხელახლა დაინფიცირდეს გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხოლო ომიკრონმა ეს პერიოდები ბევრად შეამცირა და ამ შემთხვევაში შეიძლება რეინფიცირება 1 თვეშიც დადგეს, შესაბამისად, ამ ეტაპზე კოვიდ პასპორტების გაუქმება ნამდვილად არ არის მისასალმებელი, მაგრამ უნდა არსებობდეს გარკვეული წესები, რომელსაც უნდა დავემორჩილოთ. ამაში ვგულისხმობ მაგალითად, ადამიანს იმ შემთხვევაში უნდა მიენიჭოს მწვანე სტატუსი, თუ ის არის სრულად ვაქცინირებული ან ჩატარებული აქვს PCR ტესტი და ასე შემდეგ“, - აღნიშნა მაია კაშიამ.


imedinews.ge

თეგები:
მაია კაშია



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up