თუ არ დავიცავთ იზოლაციის წესებსა და ყველა იმ რეგულაციას, რომელიც ამ ეტაპზე ქვეყანაში არსებობს, ახალი წლებიდან დაახლოებით სამ კვირაში ძალიან რთული მდგომარეობა ელოდება ქვეყანას, - ამის შესახებ ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ „ქრონიკას“ განუცხადა.
მისი თქმით, თუ არ მოხდება რეგულაციების დაცვა, „ომიკრონის“ შტამის გავრცელება მოხდება.
„მოხდება „ომიკრონის“ გავრცელება, რაც თავისუფლად შეიძლება ითქვას, მეექვსე ტალღის დასაწყისი იქნება. ახალი შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, პირდაპირ პროპორციულად ნიშნავს იმას, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება გართულდება, მოხდება საწოლფონდის გადატვირთვა და ამან შესაძლოა გამოიწვიოს ვითარება, როდესაც საჭირო გახდება დამატებითი საწოლფონდის მობილიზება“, - განაცხადა მაია კაშიამ.
imedinews.ge