უზარმაზარი გემი RV Petrel, რომელიც Microsoft-ის თანადამფუძნებელს და მილიარდერს პოლ ალენს ეკუთვნოდა, ბრიტანეთის ნავსადგურში გადატრიალდა. ამის შესახებ The Mirror-ი წერს.
გემი 22 მარტს, დილის 8:35 წუთზე, ედინბურგის საიმპერატორო დოკში (შოტლანდია) 45 გრადუსით აყირავდა, რამაც საგანგებო მდგომარეობა გამოიწვია. გავრცელებული ინფორმაციით, საქმეში სამაშველო სამსახურები ჩაერთნენ. ედინბურგის საქალაქო საბჭოს თავმჯდომარე კამი დეი აცხადებს, რომ ბორტზე დაახლოებით 50 ადამიანი იმყოფებოდა.
შოტლანდიური გაზეთის Sun-ის ცნობით, ეკიპაჟის ათი წევრი დაშავდა, ორი კი დაკარგულია. მიუხედავად სხვადასხვა სახის დაზიანებებისა, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
RV Petrel არის კვლევითი ხომალდის მილიარდერი და Microsoft-ის თანადამფუძნებელი პოლ ალენი ფლობდა. ის 2018 წელს გარდაიცვალა.