მაინერების გამოვლენის სპეცოპერაციები მესტიაში უნდა გაგრძელდეს - ნარმანია

მაინერების გამოვლენის სპეცოპერაციები მესტიაში უნდა გაგრძელდეს - ნარმანია

access_time2022-06-18 11:00:37

მესტია ელექტროენერგიის მოხმარების თვალსაზრისით წლიდან წლამდე რეკორდებს ხსნის. რეგიონში, სადაც ფიზიკური პირები ელექტროენერგიის საფასურს არ იხდიან, კრიპტოვალუტების გამომუშავება ხშირია, ეს კი რეგიონს ელექტრო მომარაგების კუთხით პრობლემებს უკვე დიდი ხანია უქმნის.

მესტიაში მაინერების მუშაობის გამო, ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებას რომ ტურიზმზე თავისი ეფექტი ექნებოდა, ამას ჯერ კიდევ ზამთარში საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანიაც ამბობდა. ნარმანიას პოზიცია იყო, რომ სვანეთში გათიშულიყო უკანონო მაინერები, და თუ საჭიროება მოითხოვდა, ის უნდა დაყადაღებულიყო კიდეც.

დღეს სემეკის თავმჯდომარე ამბობს, რომ მიუხედავად მესტიის მაცხოვრებლების დაპირებისა და მაინერების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სპეცოპერაციებისა, ადგილზე ელექტროენერგიის მოხმარება მზარდი ტენდენციით მაინც ხასიათდება. მისივე თქმით, არსებული ქსელი მეტ დატვირთვას ფიზიკურად ვერ უძლებს, რის გამოც ახალი ობიექტების დაერთება ვეღარ ხორციელდება.

“სპეცოპერაციები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. სხვა გამოსავალი არ არის. სხვა შემთხვევაში იქ არსებული სიმძლავრეები მაქსიმალურად ათვისებული და დატვირთულია, ამიტომაც ახალი ობიექტების მიერთება შეჩერებულია. მარეგულირებელი კომისიის მიღებული გადაწყვეტილებით, გადავადებულია ახალი ობიექტების მიერთება, ვინაიდან არსებული ქსელი კიდევ დამატებითი სიმძლავრეებით დატვირთვას ვეღარ გაუძლებს. ამას ასაბუთებს ენერგო პრო, როცა ითხოვს ჩვენთან ახალი მიერთებების გადავადებას. ამდენად მესტიაში მდგომარეობა პრაქტიკულად უცვლელია," - აცხადებს სემეკის თავმჯდომარე.

თავის მხრივ, კომპანია ენერგო პროშიც ამბობენ, რომ სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირების ტენდენცია არ შეიმჩნევა. უფრო მეტიც, მათი თქმით, ის ამ ეტაპზე მზარდია, რაც მათი განმარტებით, ნიშნავს იმას, რომ მაინერები კვლავ ჩართულია. როგორც ენერგო პროში აცხადებენ, კომპანია არსებული ქსელების შეკეთებას ახორციელებს, თუმცა ახალი ინვესტიციების განხორციელება მათთვის მომგებიანი არ არის.

მესტიაში კრიპტოვალუტების გამომუშავებისა და მაინერების მუშაობის პრობლემაზე საუბრობს  მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანიც მისი თქმით, იმის გამო რომ რეგიონში ელექტროენერგიის მოხმარება მზარდია, დენის ახალი დაერთებები ვეღარ ხორციელდება, შესაბამისად, ახალი სასტუმროებისთვის საკმარისი ელექტროენერგია აღარ არის. ჟორჟოლიანის აზრით, მოსაფიქრებელია ის, თუ რა შეიძლება მოსახლეობისთვის იყოს შეთავაზებული, რომ რეგიონი ამ ჩიხიდან გამოვიდეს და განვითარება განაგრძოს.

“მე ვერ გეტყვით, რომ ეს პრობლემა ბოლომდე მოგვარებული და გადაჭრილი გვაქვს, მაგრამ იმას, რომ ამაზე უკეთესი არის ტურიზმის განვითარება და იქ უფრო მეტი შემოსავალია, ამას უკვე ხვდება მოსახლეობა და არ უნდა რომ ერთმანეთის ხელის შეშლით ხდებოდეს რამე. აქაც ძირეულად სწორად გვაქვს პრობლემა გადასაჭრელი და დასაფიქრებელია თუ რას შევთავაზებთ მოსახლეობას და როგორ შეიძლება ამ ჩიხიდან გამოვიდეთ. იმიტომ რომ ჩვენ უკვე მომავლის განვითარებაში პრობლემა შეგვექმნა. მაგალითად დენის ახალი დაერთებები არ ხდება, სასტუმრო არ შენდება, რადგან უკვე ვეღარ აერთებენ ქსელზე. იმდენად ჭარბი მოხმარებაა, რომ ვეღარ უძლებს ჩვენი ელექტროქსელები მოხმარებას და გაჩერებული ვართ. ჩვენ თუ გვინდა რომ გავჩერდეთ და არ განვითარდეთ, მაშინ კი ბატონო, ასე იყოს,”-აცხადებს მესტიის მერი კახა ჟორჟოლიანი.

ცნობისთვის, მესტიაში ელექტროენერგიის ჭარბ მოხმარებზე საუბარი დიდი ხანია მიმდიანარეობს, მათ შორის  საკითხი ყველაზე მწვავედ ზამთარში იდგა, როცა ჭარბი მოხმარების გამო ადგილზე ელექტროენერგიის ავარიული გათიშვები დაიწყო. მიზეზი მესტიაში კრიპტოვალუტების გამომუშავება იყო, რომლის ფაქტების გამოვლენის მიზნით ადგილზე სპეცოპერაციების ჩატარდა. ამასთან საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ადგილობრივებმა წმინდა გიორგის ხატზეც დაიფიცეს.

წყარო: bm.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up