„მაისიდან საშუალოდ 15% ით ვღარიბდებით,“ - ამის შესახებ ეკონომისტი ოთო აბესაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს.
მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მაისიდან საქართველოში გაძვირდება:
პური და ფუნთუშეული საშუალოდ 18% - ით;
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზეთი, მაკარონი და ა.შ) საშუალოდ 15% - ით;
კომუნალური სერვისები 12% - ით;
ინფლაცია გაიზრდება და გადააჭარბებს 14.5% - ს;
ლარი ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდება საშუალოდ 15-20 პუნქტით.
ამ ყოველივეს ფონზე დაქირავებით დასაქმებულთა შემოსავლები რჩება იგივე და კორელაცია ფასების ზრდასა და ინფლაციასთან შეწონილში იძლევა საშუალოდ 20%-ით შემცირებულ მსყიდველუნარიანობას. უფრო მარტივად რომ ავხსნათ საშუალო ჰარმონიული შეწონილის და პოპულაციის პრინციპით მაისის თვიდან საშუალოდ 15%-ით ვღარიბდებით.
სანამ მთავრობა არ გაატარებს რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს, რომელიც შემოიტანს ახალ ვალუტას ქვეყანაში და გახსნის ახალი ბაზრების შესაძლებლობას, იქამდე თვიდან თვემდე გავღარიბდებით.
მცირე მთავრობის კონცეფცია;
ბიუჯეტის ხარჯვითი და ადმინისტრაციული ნაწილის მინიმუმ 4 მილიარდით შემცირება;
მულტისავალუტო სისტემის ამუშავება;
თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნა;
ბლოკჩეინ “ქალაქების” და “სილიკონ ველის” შექმნა ყველა ქალაქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის პრინციპით;
ერთი გადასახადის პრინციპზე გადასვლა (სეილს ტაქსი ან ბრუნვის 5%);
სახელმწიფოს ბალანსზე არსებული ქონების სრული პრივატიზება.
ეს ის მინიმუმია, რომელზე მუშაობის დაწყების შემთხვევაში 18 თვეში დაეტყობა ეკონომიკას,“- წერს აბესაძე.