საბანკო ასოციაციაში მაისში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ აქვთ

საბანკო ასოციაციაში მაისში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ აქვთ

access_time2023-04-03 14:10:58

როგორი იქნება მიმდინარე წელს საპროცენტო განაკვეთების კუთხით ტენდენცია, რას უნდა ველოდოთ ეროვნული ბანკის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილებების ფონზე და როგორია საბანკო სექტორში განწყობა  — ამ და სხვა თემებზე რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ საქართველოს საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა დავით რუსიამ ისაუბრა.


როგორც დავით რუსიამ აღნიშნა, ლარიზაციის 3 წლიანი პოლიტიკაის მიუხედავად, მთლიანი სარესურსო ბაზრის ნახევარზე მეტი მაინც უცხოურ ვალუტაშია თავმოყრილი, რის გამოც ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება საქართველოზეც


„ეროვნული ბანკი სამ წელიწადზე მეტია, რაც ლარიზაციის პოლიტიკას ატარებს და  ეს გარკვეულ გავლენას ახდენს,  თუმცა მთლიანი სარესურსო ბაზრის ნახევარზე მეტი 56% მაინც უცხოურ ვალუტაშია თავმოყრილი, თვითონ  ამ 56%- ის 54% არის ორ ვალუტაში ევროსა და დოლარში, შესაბამისად ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) და ფედერალური სარეზერვო სისტემის გადაწყვეტილებები პირდაპირ აისახება ჩვენზე.


ბოლო პერიოდში  ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ თავისი წლიური განაკვეთი 5%-მდე  გაზარდა, რასაც ECB-მ ადეკვატურად უპასუხა და ეს განაკვეთ  დღეს 3.5%-მდეა აწეული.


 ჩვენთანაც, ფედერალურ სარეზერვო სისტემაშიც და ევროპაშიც მორიგი სხდომა მაისის პირველ დეკადაშია დაგეგმილი და ჩვენ არ ველოდებით , რომ ამ პერიოდში შემცირების მიმართულებით რაიმე გადაწყვეტილება იქნება მიღებული, იმიტომ რომ ინფლაციური წნეხი, რომელიც ევროპაში და აშშ-შია ნარჩუნდება,  ამერიკაში დღეს არის 7,4%  ინფლაცია, მაშინ როდესაც მიზნობრივი მავნებელი აქვთ 2%, ევროპაში ეს პროცენტი უდრის 7%-ს.  ჩვენთან დაკლებულია და  ინფლაციის მაჩვენებელი გვაქვს 8,1%  და ეს დიდწილად ეროვნული ბანკის ქმედებით არის განპირობებული, თუმცა  სარესურსო ბაზა გვაქვს უცხოურ ვალუტაში და მათი მარეგულირებლების გადაწყვეტილებები ჩვენზე მნიშვნელოვნად  მოქმედებს.  მათმა მარეგულირებლებმა  გადაწყვიტეს, რომ ურჩევნიათ  ეკონომიკა გააჯანსაღონ და ინფლაციას  ებრძოლონ ვიდრე  ფინანსური ინსტიტუტები შეინარჩუნონ.  მოკლე პერიოდში აშშ-ში სამი ბანკი იყო ლიკვიდირებული და ასევე ევროპაში ყურადღება გამახვილებულია  დოიჩე ბანკსა და  დიდ  ევროპულ  ბანკებზე.“ -  აღნიშნა დავით რუსიამ.

 

რუსიას თქმით  ქართულ საბანკო სისტემას გრძელვადიანი ლარის  რესურსი  სჭირდება, რაშიც საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების  დახმარებაა საჭირო.

 

„თუ ქართულ ბანკებს მიეცემათ საშუალებს, რომ დოლარში და  ევროში კი  არ ისესხონ გრძელვადიან ფული, არამედ  ეს  ლარში იყოს ნომინირებული ქართულ საბანკო სისტემას ეს ძალიან წაადგება.

 


თვითონ საფინანსო  სისტემა დღეს ორი წყაროთი საზრდოობს ეს არის დეპოზიტების დაზღვევის ფონდები,  რომლებიც  საკმაოდ  გრძელვადიანია  და იგივე  საპენსიო  დანაზოგები, თუმცა მათი  განკარგვაც  შეზღუდულია და  საბანკო  სექტორი  ერთ-ერთ  რესურსად  განიხილება  სადაც ამ  თანხის დაბანდება  არის  შესაძლებელი.

 

საქართველოს საბანკო სისტემა დღეს მდგომარეობით დაახლოებით 2022 წლის ბოლო კვარტლის ტენდენციებით  ფუნქციონირებს, საკრედიტო პორტფელის ზრდა ჯერჯერობით არ გვაქვს, თუმცა ეს პირველი ორი თვის  დამახასიათებელი თვისებაა და შეიძლება  მარტის მაჩვენებლებმა პროგნოზებში  გარკვეული კორექტირება შეიტანონ.  წლის მეორე ნახევრიდან სახელდება რომ შესაძლოა ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი შეამციროს ეს  ჩვენი  სურვილი და  მოლოდინია, თუმცა ის ამერიკის და ევროპის  მარეგულირებლებს უყურებს და თავის ქმედებაში  თავისუფალი არ არის, ამიტომაც მაისის სხდომებზე რეფინანსირების განაკვეთი  11% -ზე  შენარჩუნდება. “ -  აღნიშნა  დავით  რუსიამ.

 

დავით რუსია მოქალაქეებს ურჩევს, რომ თუ უახლოეს პერიოდში სესხი აქვთ ასაღები, ლარში აიღონ,  რადგან გარკვეულწილად უცხოურ ვალუტაში აღებული რესურსს იქნება  ეს იპოთეკური  სესხი  თუ  სხვა სესხი გარკვეული წნეხის ქვეშ  ექცევა, ხოლო  ლარში  აღების  შემთხვევაში შესაძლოა მასზე  წნეხი ნაკლების იყოს.

 

„ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები, რადგან ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საბანკო სისტემამ და საბანკო შედეგებმა ორნიშნა ზრდის მაჩვენებლებს მიგვაჩვიეს. წელს თუ რაიმე ახალი მარეგულირებელი აქტი არ გაიცა ეროვნული ბანკის მხრიდან და  რაიმე სხვა  შეზღუდვა  არ დაწესდა, საბანკო სისტემა თავის სიტყვას იტყვის და მინიმუმ წინა წილის  მაჩვენებელს გაიმეორებს.

 

ქართული საბანკო სისტემა დღეს მთლიანად ინოვატორია ყველანაირ გადაწყვეტილებაში, იქნება ეს მმართველობით, ციფრული  არხების  განვითარება თუ რამე სხვა, შესაბამისად საბანკო  სისტემა  დღეს  იყენებს  ე.წ.  მასშტაბის  ეფექტს, როდესაც  შეუძლია, რომ  ერთეულოვან დანახარჯზე  უფრო  მეტი  შემოსავალი და მოგება მიიღოს. ოპტიმალურად  არის  კადრები  არჩეული და მათ  გადამზადება  მომზადების ხარჯებს  ბანკები  აღარ  ზოგავენ , რომ მოახდინონ კვალიფიკაციის  ზრდა.  რაც ავტომატურად  მოგებაში  კონვერტირდება  და ვიმედოვნებთ  რომ  წელს  წინა წილს მსგავსი ოდენობის მოგებას დაწერს ბანკი“ -  აღნიშნა დავით რუსიამ.

 

 

 

 

 

თაკო კვაჭანტირაძე




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up