1-17 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ მოიმატა 2021 წელთან შედარებით და 34%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 1-12 მაისის პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 65%-ით გაიზარდა.