1-9 მაისის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა შემცირებულია 2021 წელთან შედარებით და 6%-ს გაუტოლდა. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, მაისში უძრავი ქონების ტრანზაქციები თითქმის 100%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 1-5 მაისის პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში 96%-ით არის გაზრდილი.