მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება

მაკა ბოჭორიშვილი - ევროკავშირის ქვეყნების ნაწილში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება

access_time2022-05-30 13:40:00

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი, ამაზე წინასწარ რაიმეს თქმა არ შეგვიძლია, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქების ნაწილში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული პოზიციები, თუ როგორი უნდა იყოს გადაწყვეტილება არა მხოლოდ საქართველოსთან, ასევე უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში - გამომდინარე აქედან, ყველაფერს უნდა ველოდოთ და ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის მზად უნდა ვიყოთ! - აღნიშნული განცხადება პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა გააკეთა.


ბოჭორიშვილის თქმით, საქართველოს დღეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის ქვეყნის სტატუსი სჭირდება და ხელისუფლება დარჩენილი ერთი თვის განმავლობაში ძალისხმევას აგრძელებს, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სწორედ ის გადაწყვეტილება მიიღონ, რაც საქართველოს სჭირდება.


აქვე მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებას ოპოზიციის მიერ წარმოებული კამპანიისთვის გამკლავება უწევს.


„სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც ჩვენი თანამემამულეები ლობირებენ და ისეთ პოზიციებს აჟღერებენ, რომელიც დღეს საქართველოს ინტერესებში არ შედის. არ არის აუცილებელი პირდაპირ თქვა: - არ მიანიჭოთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი! შეიძლება ყველაფერი თქვა იმისთვის, რომ ეს ასე გაკეთდეს. სამწუხაროდ, ჩვენ ამას ვხედავთ, ჩვენ ეს გვესმის, ამის მცდელობები არის, რაც ძალიან სამწუხარო და გაუგებარია.



ერთადერთი, რაც ქართველ პოლიტიკოსებს შეუძლიათ, ვისაც კი სადმე ხმა მიუწვდება, არის ის, რომ მაქსიმალურად აჩვენონ, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის ქვეყნის სტატუსს 100%-ით იმსახურებს. რა თქმა უნდა, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ გვეცოდინება, მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ ევროპელ პარტნიორებს ავუხსნათ, თუ რა მოლოდინები აქვს საქართველოს და ქართულ საზოგადოებას. კარგად იცით, რომ საზოგადოების 80%-ზე ბევრად მეტი მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ეს უნდა იცოდეს არა მარტო ქართულმა საზოგადოებამ, არამედ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა და ევროპულმა საზოგადოებამ.


საქართველომ ბევრი რამ გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირში ინტეგრაციისთვის პროცესის შეუქცევადობა უზრუნველეყო“, - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.


ipn.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up