ეპიდვითარება ქვეყანაში კვლავ საყურადღებოა. სწრაფი გავრცელება, რეინფიცირების მაღალი რისკი და კოვიდტესტის მაღალი ცდომილება - ეს „ომიკრონის“ ის დამახასიათებელი ნიშნებია, რომლებიც სიტუაციას ყოველდღიურად ართულებს. მედიკოსები მოსახლეობას კვლავ ვაქცინაციის აქტივაციისკენ და არსებული რეკომენდაციების მკაცრი დაცვისკენ მოუწოდებენ.
„ახლა მთავარია ის, რომ ადამიანები, რომელთაც სიმპტომები აღენიშნებათ, დადასტურებულია თუ არა დაავადება, მაქსიმალურად უნდა ეცადონ, რომ იზოლაციის პირობებში იყვნენ. კიდევ უფრო გაფართოვდა პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმების ჩართულობა და თითოეულ მათგანს აქვს უკვე საშუალება, მიიღონ კონსულტაცია თავიანთი პირადი ექიმისგან“, - აცხადებს ინფექციონისტი, ჯანდაცვის ექსპერტი მაკა ბულეიშვილი.
imedinews.ge