ერთ თვეში რეინფიცირების შემთხვევები უკვე დაფიქსირდა, - ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტმა, თერაპევტმა მაკა ბულეიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ჯერჯერობით, რასაც ვაკვირდებით, „ომიკრონი“ გარკვეულ სიმპტომებს ტოვებს. ეს არის ზოგადი საერთო სისუსტე. ახალგაზრდა პოპულაციაში განსაკუთრებით გამოხატულია აღგზნებადობა და უძილობა“, - განაცხადა მაკა ბულეიშვილმა.
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდინფიცირების 19 968 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 418 027 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 178 151, გარდაიცვალა 15 459 პაციენტი.
imedinews.ge