მაკდონალდს საქართველომ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

მაკდონალდს საქართველომ მორიგი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

access_time2021-12-14 09:55:55

მაკდონალდს საქართველო უკვე 22 წელია საქართველოში მომსახურების სფეროსა და ბიზნესსექტორში ახალ სტანდარტებს აწესებს. ჯანსაღი სამუშაო გარემოსა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების წყალობით კი იგი მუდმივად იღებს პრესტიჟულ გლობალურ  ჯილდოებსა და აღიარებას. “ოქროს თაღის” ჯილდო, ჯილდო სამუშაო სტანდარტების გაძლიერებისთვის, რეი კროკის სახელობის ჯილდო მენეჯერებისთვის — ეს ნაწილია იმ საერთაშორისო წარმატებისა, რომელიც ბოლო დროს მაკდონალდს საქართველოს ხვდა წილად.




ფრედ ლ. ტერნერის სახელობის ოქროს თაღის ჯილდო



“ფრედ ლ. ტერნერის სახელობის პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბის ფრენჩაიზების მხოლოდ 1 პროცენტს ერგო წილად. ვაფასებთ წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი სისტემის განვითარებაში. ეს წვლილი კი თავის მხრივ, გულისხმობს თქვენს აქტიურ როლს ბიზნესში და ასევე, თქვენს ენთუზიაზმს მაკდონალდსის ბრენდის განვითარებაში, რასაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები არა მარტო მომხმარებლებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისთვის, ვის გარემოშიც ჩვენი ბრენდი აქტიურად ოპერირებს“ — ეს მაკდონალდსის პრეზიდენტის, იან ბორდენის მიერ მაკდონალდს საქართველოს მენეჯმენტისადმი გაგზავნილი წერილის ამონარიდია. წერილში იგი კომპანიას ჯილდოს მიღებას ულოცავს.



პრესტიჟული ჯილდო მაკდონალდს საქართველოს, როგორც მსოფლიო მასშტაბით სამაგალითო ფრენჩაიზს, ქსელის ეფექტიანი ოპერირებისთვის, ზრდაზე ორიენტირებული, ლიდერული მიდგომების და საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი სწრაფვისთვის გადაეცა. აღსანიშნავია, რომ „ოქროს თაღის“ ჯილდო ევროპის დივიზიონში მხოლოდ მაკდონალდს საქართველოს ერგო.




გლობალური აღიარება სამუშაო სტანდარტების გაძლიერებისთვის




მაკდონალდს საქართველოს გლობალური აღიარების კიდევ ერთი ნიშანი მის მიერ გაძლიერებული სამუშაო სტანდარტებია. კომპანიამ ახლახან სამუშაო ადგილებზე უსაფრთხო, ღირსეული და ინკლუზიური სამუშაო გარემოს გაძლიერებული სტანდარტები დანერგა და შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიცირებაც გაიარა, რითაც გახდა მაკდონალდსის ქსელში, ევროპის დივიზიონში, რიგით მეორე ქვეყანა, რომელმაც აღნიშნული სტანდარტები ყველაზე სწრაფად შემოიღო.



მაკდონალდსმა მსოფლიო ექსპერტებთან ერთად ჩაატარა მასშტაბური კვლევა და შეიმუშავა ბრენდის სტანდარტები, რომლებიც მას უსაფრთხოების შენარჩუნებასა და ადამიანებზე ორიენტირებული მიდგომების გაძლიერებაში ეხმარება. აღნიშნული სტანდარტები მსოფლიოს გარშემო მაკდონალდსის რესტორნებში ინერგება, მაკდონალდს საქართველო კი, ამ სტანდარტების დანერგვის სისწრაფის თვალსაზრისით, მოწინავე ადგილს იკავებს.




რეი კროკის სახელობის ჯილდო მენეჯერებისთვის



კომპანიის მიერ დანერგილი ჯანსაღი, ადამიანებზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს შედეგია  კიდევ ერთი გლობალური აღიარება, რომელიც მაკდონალდს საქართველომ მოიპოვა. ეს რეი კროკის სახელობის პრესტიჟული ჯილდოა. იგი მაკდონალდსის რესტორნების იმ მენეჯერების წვლილის აღიარებაა, რომლებიც რესტორნის საუკეთესო ფუნქციონირებას, იქ მომუშავე გუნდის ეფექტურ და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებულ მუშაობას უზრუნველყოფენ, ასევე ზრუნავენ დასაქმებული ადამიანებისთვის საუკეთესო სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.



ამ ჯილდოს გამარჯვებულები ზედიზედ რამდენჯერმე საქართველოს მაკდონალდსის რესტორნების დირექტორები ხდებიან. მათ შორის 28 წლის ბესო მეფარიძემ, ვაკის რესტორნის დირექტორმა, რომელმაც მაკდონალდსში მუშაობა 18 წლის ასაკში დაიწყო, წელს ეს ჯილდო უკვე მეორედ მიიღო. მაკდონალდს საქართველოს რესტორნების დირექტორთათვის კი ეს რეი კროკის რიგით მეოთხე ჯილდოა.



მაკდონალდს საქართველო აგრძელებს სამუშაო სივრცეში მაღალი სტანდარტების დანერგვას და მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ორიენტირებული მიდგომების განმტკიცებას.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up