მაკდონალდს საქართველოს Fred L. Turner Golden Arch Award-ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

მაკდონალდს საქართველოს Fred L. Turner Golden Arch Award-ის პრესტიჟული ჯილდო გადაეცა

access_time2021-11-16 10:05:49

მაკდონალდს საქართველო ფრედ ლ. ტერნერის სახელობის Golden Arch (“ოქროს თაღის”) ჯილდოს გამარჯვებულია. ჯილდო კომპანიას მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვის, თანმიმდევრული მართვის, ინკლუზიური საზოგადოების ხელშეწყობისა და სრულიად მაკდონალდსის სისტემის გაძლიერებისთვის გადაეცა. ეს ჯილდო  უმაღლესი დონის აღიარებაა მაკდონალდსის ფრენჩაიზებისთვის.

 

ფრედ ტერნერმა რეი კროკთან ერთად მაკდონალდსი რესტორნების პატარა ქსელიდან გლობალურ ბრენდად აქცია. მათი მონაპოვარის პატივსაცემად მაკდონალდსი ორ პრესტიჟულ ჯილდოს გასცემს: რეი კროკის გლობალურ ჯილდოს — გამორჩეული მენეჯერებისთვის, რომელიც მაკდონალდს საქართველომ ოთხჯერ მოიპოვა და ფრედ ლ. ტერნერის სახელობის ოქროს თაღის ჯილდოს — წარმატებული ფრენჩაიზებისთვის, რომლის მფლობელიც მაკდონალდს საქართველო წელს პირველად გახდა.

 

მაკდონალდსისგან ეს აღიარება წილად ხვდა 42 ფრენჩაიზს 20 ბაზრიდან. მნიშვნელოვანია, რომ  ევროპის დივიზიონში გამარჯვებულებს შორის წელს მხოლოდ მაკდონალდს საქართველო მოხვდა.


„საგულისხმოა, რომ ეს პრესტიჟული ჯილდო მსოფლიო მასშტაბის ფრენჩაიზების მხოლოდ 1 პროცენტს ერგო წილად. ამიტომაც ვაფასებთ იმ წვლილს, რომელიც თქვენ შეგაქვთ ჩვენი სისტემის განვითარებაში. ეს წვლილი კი თავის მხრივ გულისხმობს თქვენს აქტიურ როლს ბიზნესში და ასევე, თქვენს ენთუზიაზმს მაკდონალდსის ბრენდის განვითარებაში, რასაც მოაქვს სასიკეთო ცვლილებები არა მარტო მომხმარებლებისთვის, არამედ მთელი იმ საზოგადოებისთვის, ვის გარემოშიც ჩვენი ბრენდი აქტიურად ოპერირებს“ — ნათქვამია მაკდონალდის პრეზიდენტის, იან ბორდენის მიერ მაკდონალდს საქართველოს ხელმძღვანელებისადმი გაგზავნილ მისალოც წერილში.

 

წერილში ასევე აღნიშნულია, რომ მაკდონალდსი აფასებს საქართველოს ფრენჩაიზის ზრდაზე ორიენტირებულ და ლიდერულ მიდგომებს და აღიარებს მის სწრაფვას საოპერაციო სრულყოფილებისა და გამორჩეული მომსახურებისადმი.


 

„თქვენ შეძელით და დაამკვიდრეთ სამაგალითო სტანდარტები თქვენს რესტორნებში. ბოლო წლებში, საგრძნობლად გაიზარდა ჩვენი ბრენდისადმი სანდოობა, რაც სწორედ თქვენი სარესტორნო ქსელების თავდადების დამსახურებაა. ბაზარზე მიღწეული ასეთი შთამბეჭდავი შედეგების გამო, მიიღეთ ჩემი გულწრფელი კომპლიმენტები“- წერს მაკდონალდსის პრეზიდენტი.

 

გამარჯვებულებთან საზეიმო შეხვედრა 2022 წლის აპრილში ფლორიდაში, მაკდონალდსის მსოფლიო კონვენციაზე შედგება.

 

მაკდონალდს საქართველომ 1999-2020 წლებში ქვეყანაში 106,134,482 ლარის ოდენობის ჯამური ინვესტიცია განახორციელა. 2020 წელს ორი ახალი რესტორანი, 2021 წელს კი ბრედფილდის პურის საწარმო გახსნა, რომელთა ინვესტიციის ჯამურმა ოდენობამ 45,000,000 ლარი შეადგინა.  საგულისხმოა, რომ 1999-2020 წლების განმავლობაში მაკდონალდს საქართველომ ბიუჯეტში 115,652,448 ლარი შეიტანა.

 

ამჟამად მაკდონალდსში დასაქმებულია 1300-ზე მეტი თანამშრომელი.  2022 წელს კი იგეგმება 3 ახალი რესტორნის გახსნა, სადაც 150-ზე მეტი ადამიანი დასაქმდება.

 

“პანდემიის მიუხედავად, შრომითი ხელშეკრულება არც ერთ თანამშრომელთან არ შეგვიწყვეტია. მაკდონალდსის თანამშრომლები მუდმივად გადიან სხვადასხვა სახის ტრენინგს და გადამზადებას. ეს წარმოების და მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მუდმივი პროცესია”, — აცხადებენ მაკდონალდს საქართველოში.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up