„მაკდონალდს საქართველოს“ ინოვაციური სერვისი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

„მაკდონალდს საქართველოს“ ინოვაციური სერვისი და კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება

access_time2023-02-17 09:55:20

 კომპანია „მაკდონალდს საქართველო“ არ ღალატობს მთავარ ფასეულობას -  დაუვიწყარი გახადოს რესტორანში სტუმრობა თითოეული მომხმარებლისთვის და დარჩეს სივრცედ, რომელიც ყველას გავაერთიანებს. 


რესტორნებში მისულ სტუმრებს ამიერიდან „მაკდონალდსის“ ახალი თანამშრომელი, „ქეთო“ უმასპინძლებს, რომელიც სტუმრებს ხალისით, სიყვარულითა და „მაკდონალდსის“ რესტორნებისთვის დამახასიათებელი განსხვავებული სითბოთი  დახვდება. ქეთო მაგიდასთან შეკვეთებსაც თავად მიიტანს, რითიც კიდევ უფრო გააუმჯობესებს მომსახურების ხარისხს. 


ყველას მეგობარი „ქეთო“  არა მხოლოდ სწრაფად მოგემსახურებათ, არამედ თავის ემოციებსაც გაგიზიარებთ, რესტორანში სტუმრობას დაუვიწყარ მოგზაურობად აქცევს და შექმნის მომენტებს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ, რომ „მაკდონალდსი“  სწორედ ის ადგილია, რომელიც ყველას გვაერთიანებს.


„ქეთო“ სრულიად ახალი სიტყვაა მომსახურების სერვისში, რომლიც რესტორანში შემოსულ ნებისმიერ სტუმარს და განსაკუთრებით ბავშვებს, ხალისიან და კომფორტულ გარემოს შეუქმნის.



კომპანიაში აცხადებენ, რომ რესტორნებში დასაქმებულთა რიცხვი არ შემცირდება და „ქეთოს“ უპირველესი ფუნქცია სწორედ თანამშრომლებისთვის საქმის შემსუბუქება იქნება. უახლოეს პერიოდში „ქეთო“ ეტაპობრივად, „მაკდონალდსის“ სხვა რესტორნებშიც გამოჩნდება. საწყის ეტაპზე კი თბილისის 4 რესტორანსა და ქუთაისის ერთ რესტორანში უმასპინძლებს მომხმარებლებს.


გახსნის დღიდან დღემდე, თითქმის 25 წელია „მაკდონალდსი“ თამამად იკავებს მოწინავე ადგილს იმ კომპანიებს შორის, ვინც ნოვატორული მიდგომებით გამოირჩევა და ერთ-ერთი პირველი ნერგავს მომსახურებაში ინოვაციებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებს. 


ამას ადასტურებს ყოველწლიური საერთაშორისო აღიარებები და ჯილდოები, თუმცა გასული წელი ამ მხრივ „მაკდონალდს საქართველოსთვის“ გამორჩეული იყო. გლობალურ აღიარებასთან ერთად, კომპანიას ფრედ ტერნერის სახელობის „ოქროს თაღის“ ჯილდო  გადაეცა და ევროპის დივიზიონში „მაკდონალდსის“ საუკეთესო პარტნიორად დასახელდა. 


საერთაშორისო აღიარების გარეშე არც ცალკეული რესტორნები დარჩენილა - 2022 წლის მონაცემებით, სპორტის სასახლესთან მდებარე „მაკდონალდსის“ რესტორანი მსოფლიოში არსებულ მაკდონალდსებს შორის ტრანზაქციების რაოდენობით ევროპაში პირველ ადგილზე, მსოფლიოში კი საუკეთესო ოცეულში მოხვდა. 


(R)

 






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up