„მაკდონალდს საქართველოს“ საერთაშორისო აღიარების შედეგად თბილისი „მაკდონალდსის“ გლობალურ სიმპოზიუმს მასპინძლობს

„მაკდონალდს საქართველოს“ საერთაშორისო აღიარების შედეგად თბილისი „მაკდონალდსის“ გლობალურ სიმპოზიუმს მასპინძლობს

access_time2022-08-23 12:55:14

თბილისი ევროპის დივიზიონის მაკდონალდსის რესტორნების განვითრების გლობალურ სიმპოზიუმს მასპინძლობს.


დედაქალაქი ღონისძიების მასპინძლად მას შემდეგ შეირჩა, რაც „მაკდონალდს საქართველო“ როგორც რესტორნების განვითარების და ინოვაციური მოდელის ერთ-ერთ წამყვან კომპანიად დასახელდა.


ორდღიანი მასშტაბური სიმპოზიუმის ფარგლებში, თბილისს მოროკოს, მოლდოვას, სლოვენიის, აზერბაიჯანის, ბელარუსისა და ყაზახეთის „მაკდონალდსების“ მაღალი რანგის პირები - გენერალური დირექტორები და განვითარების მენეჯერები ეწვევიან.


სიმპოზიუმის მთავარი მიზანია მსოფლიო მასშტაბით „მაკდონალდსის“ რესტორნების განვითარებისა და ინოვაციური დიზაინის დანერგვის პრაქტიკის გაზიარება, ამ მიმართულებით დაგეგმილი სიახლეების გაცნობა და არსებული გამოწვევებზე ეფექტური რეაგირება, ამასთან ერთად მთავარი მიზანია „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ ეფექტური მენეჯმენტის შედეგად მიღებული პროექტების ოპტიმიზაცია გამოყენებული და დანერგილი იქნას სხვადასხვა ქვეყნების მიერ.



გლობალური სიმპოზიუმის მასპინძელ ქვეყნად წელს საქართველო პირველად დასახელდა. ეს გადაწყვეტილება ორგანიზატორებმა „მაკდონალდს საქართველოს“ რესტორნების განვითარების არსებული პრაქტიკის მსოფლიო მასშტაბით აღიარებისა და კომპანიის სამაგალითო მოდელად დასახელების შედეგად მიიღეს. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს „მაკდონალდს საქართველო“ „მაკდონალდსის“ გლობალური ჯილდოს - „ოქროს თაღის“ მფლობელი გახდა. ამ აღიარებით „მაკდონალდს საქართველო“ გლობალურად მსოფლიოში „მაკდონალდსის“ ფრენჩაიზების 1%-ში მოხვდა, ევროპის დივიზიონში კი „მაკდონალდსის“ საუკეთესო პარტნიორად დასახელდა. 


„2021-2022 წლის ფარგლებში საქართველო გლობალურად გამორჩეული მარკეტია. „მაკდონალდს საქართველომ“ ხარისხის შენარჩუნების ფონზე შეძლო მნიშვნელოვანი ოპტიმიზაციის განხორციელება და ფოკუსირდა ლოკალური შესაძლებლობების აღმოჩენაზე. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მაქსიმალურად შევუწყეთ ხელი ადგილობრივი ბაზრის განვითარებას - მათ შორის ქართული წარმოების საკვები პროდუქციის მოყვანასა და მოხმარებას,  საქართველოში წარმოებული ავეჯისა და სამშენებლო სექტორის განვითარებას. ბოლო ორ წელში „მაკდონალდს საქართველოს“ მიერ აშენებული და გახსნილი ახალი რესტორნები იყო ერთგვარი მნიშვნელოვანი გარღვევა როგორც ჩვენი, ასევე გლობალურად მაკდონალდსის ისტორიაში. საქართველოში მოქმედი ჩვენი ინოვაციური რესტორნები, მაღალი ხარისხის მომსახურება და მომხმარებლის ნდობა ერთობლიობაში აღიარებული იქნა საუკეთესო პრაქტიკად და „მაკდონალდს საქართველო“ სამაგალითო მოდელად იქნა მიჩნეული. შედეგად, ეს მიღწევა გახდა საფუძველი, რომ თბილისი „მაკდონალდსის“ გლობალური სიმპოზიუმის მასპინძელი ქალაქი გამხდარიყო“, - განაცხადა „მაკდონალდს საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ.


გასულ თვეს „მაკდონალდს საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით რიგით მე-19 რესტორანი გახსნა. თბილისში, ორხევის დასახლებაში მდებარე ახალ რესტორანში კომპანიამ 11 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა და 60-მდე ადამიანი დაასაქმა. რესტორანი გამორჩეული, ეკომეგობრული კონცეფციისა - სახურავი მზის მიკროელექტროსადგურების პანელებით არის აღჭურვილი, ხოლო პარკინგზე მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი დამტენებით ისარგებლოს. აღსანიშნავია ისიც, რომ რესტორნის ტერიტორიის 70% სრულად ეთმობა რეკრეაციულ ზონას, რაც ქალაქის იერ-სახის შენარჩუნებასა და მწვანე ზონების განვითარებას უწყობს ხელს.


მიმდინარე წელს თბილისში, ისნის რაიონში კომპანია კიდევ ერთ რესტორანს გახსნის, რომელშიც 7 მილიონ ლარამდე ინვესტირებას მოახდენს. ორივე რესტორნის მშენებლობაში კი წელს ჯამურად 18 მილიონ ლარამდე ინვესტიციას განახორციელებს და 100-მდე ადამიანს დაასაქმებს.


საერთო ჯამში, „მაკდონალდს საქართველომ“ 1999 წლიდან დღემდე, სხვადასხვა მიმართულებით 125 მილიონი ლარის ინვესტირება განახორციელა, ქვეყნის ბიუჯეტში შენატანმა კი 146 მილიონ ლარს გადააჭარბა. აქედან მხოლოდ ბოლო ორ წელიწადში - 2021 და 2022 წლებში ბიუჯეტში შენატანი 28 მილიონ ლარზე მეტია.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up