მაკდონალდსი რუსეთში ყველა რესტორანს დახურავს

მაკდონალდსი რუსეთში ყველა რესტორანს დახურავს

access_time2022-03-08 22:36:47

 მაკდონალდსმა გამოაცხადა, რომ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის გამო დროებით დახურავს რუსეთში 850 სწრაფი კვების რესტორანს.

ამასთან, ხელფასების მიღებას ქსელის 62 ათასი თანამშრომელი გააგრძელებს. ამის შესახებ კომპანიის პრესსამსახურმა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის კრის კემპჩინსკის ოფიციალური განცხადება გამოაქვეყნა.

„ჩვენ გვესმის, რა გავლენას მოახდენს ეს გადაწყვეტილება ჩვენს რუს თანამშრომლებსა და პარტნიორებზე, ამიტომ ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ, ისევე როგორც ჩვენს უკრაინელ კოლეგებს. კერძოდ, ჩვენ გავაგრძელებთ ხელფასების გადახდას მაკდონალდსის ყველა თანამშრომლისთვის რუსეთში“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ასევე მუშაობს  ,,ასობით ადგილობრივ მომწოდებლებთან და პარტნიორებთან", რომლებიც აწარმოებენ პროდუქტებს ქსელისთვის.

კომპაბნიაში აცხადებენ, რომ  არ იციან, როდის შეძლებენ რუსული რესტორნების გახსნას.

„ჩვენ განვიცადეთ შეფერხებები ჩვენს მიწოდების ჯაჭვში, ისევე როგორც სხვა საოპერაციო ზემოქმედება. ჩვენ ასევე ყურადღებით დავაკვირდებით ჰუმანიტარულ მდგომარეობას“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.


წინა დღით ეს განცხადება მაკდონალდსის თანამშრომლებსა და ფრენჩაიზის მფლობელებს გაუგზავნეს.

მანამდე სოციალური ქსელების მომხმარებლებმა ,,მაკდონალდსის" ბოიკოტისკენ მოუწოდეს იმის გამო, რომ კომპანიამ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის საპასუხოდ რუსული ბაზარი არ დატოვა.

მსხვილი უცხოური ბიზნესი რუსეთში მუშაობას აჩერებს უკრაინაში რუსული არმიის სამხედრო ოპერაციისა და ქვეყნის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციების გამო.

 

 

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up