მაკდონალდსის ინვესტიციით საერთაშორისო სტანდარტების პურის საწარმო ბრედფილდი გაიხსნა

მაკდონალდსის ინვესტიციით საერთაშორისო სტანდარტების პურის საწარმო ბრედფილდი გაიხსნა

access_time2021-06-30 10:50:13

29  ივნისს საქართველოში პირველი საერთაშორისო სტანდარტების პურ-ფუნთუშეულის საწარმო  — ბრედფილდი გაიხსნა. საწარმოს ოფიციალურ გახსნაში მონაწილეობა მიიღეს “მაკდონალდს საქართველოს” პრეზიდენტმა თემურ ჭყონიამ, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, “მაკდონალდს საქართველოს” გენერალურმა დირექტორმა თენგიზ კაპანაძემ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა. თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილი საწარმოს ინვესტიციის მოცულობა 26 მილიონ ლარს შეადგენს და მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის, მრავალფეროვანი ასორტიმენტის პროდუქტს როგორც საქართველოში, ისე ჩვენს რეგიონში შესთავაზებს.

 

ბრედფილდი პურით მოამარაგებს საქართველოში მაკდონალდსის ქსელის 18 რესტორანს, ძალიან მალე კი მისი მრავალფეროვანი, გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე პროდუქცია საცალო მარკეტებშიც გაიყიდება. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრედფილდი ხელს შეუწყობს ადგილობრივი ბაზრის ზრდას და იმპორტს ექსპორტით ჩაანაცვლებს. 2022 წლიდან საწარმოში დამზადებული პროდუქცია მეზობელ ქვეყნებშიც გავა და მაკდონალდსის ქსელის რესტორნებისთვის ერთგვარ რეგიონულ ჰაბს შექმნის.

 

საწარმოში საწყის ეტაპზე — 30, წარმოების გაფართოებასთან ერთად კი 100 ადამიანი დასაქმდება. დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებაზე ბრედფილდმა ავსტრიელ ექსპერტებთან დაიწყო თანამშრომლობა. ისინი საწარმოს თანამშრომლებს თეორიულ თუ პრაქტიკულ ცოდნას ადგილზე უზიარებენ.

 

ბრედფილდში პროდუქციის წარმოება საერთაშორისო და მაკდონალდსის სტანდარტებით მიმდინარეობს, ამასთან საწარმოს ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებსა და დანადგარებს რეგიონში ანალოგი არ გააჩნია. საწარმო უზრუნველყოფილია გარემოსდაცვითი აღჭურვილობით, რისი მეშვეობითაც მას გარემოზე ზემოქმედების ნული ეფექტი აქვს. ღუმელებზე დამონტაჟებულია დანადგარები, რომელთა მეშვეობით გამონაბოლქვი გარემოში არ გაიფრქვევა, ის გადამუშავდება და საწარმოში სითბოს მისაღებად გამოიყენება.

 


“ჩვენ გვსურს, ცხობის და პურ-ფუნთუშეულის მიმართულებით ახალი სამომხმარებლო კულტურის ჩამოყალიბებას შევუწყოთ ხელი. მსოფლიოში ახალი ტენდენციაა ბურგერების სახლში მომზადება — ჩვენ მომხმარებლებს საქმის ნახევარს ვუმარტივებთ. ჩვენ ვისწრაფვით, რომ დავნერგოთ სტანდარტი კატეგორიაში და ხელი შევუწყოთ პურის კულტურის განვითარებას საქართველოში. ჩვენთვის ცხობა მეცნიერებაა, რაც საქმისადმი განსაკუთრებულ სიყვარულს, დარგის სიღრმისეულ ცოდნას, სიახლეების მუდმივ ძიებას და მიზანსწრაფულობას გულისხმობს”, — აცხადებენ ბრედფილდში.

 


საწარმო არა მხოლოდ მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნაზე იქნება ორიენტირებული, არამედ საგანმანათლებლო მიმართულებითაც აქტიურად იმუშავებს. ბრედფილდში იგეგმება საგანმანათლებლო ლაბორატორიის შექმნა, სადაც სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა დაინტერესებული ადამიანებისთვის სპეციალური ტურები ჩატარდება. ისინი შეძლებენ ქარხნის დათვალიერებას, პურის გამოცხობას, რაც სამომავლოდ დარგის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ლაბორატორია, ამასთან, საგანმანათლებლო პროგრამითა და სტაჟირებით, შესაბამისი სპეციალობის მქონე სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში დაეხმარება.


 

გარდა ამისა, ბრედფილდი მცირე მეწარმეებს, ბურგერ ბარებს, რესტორნებს და ზოგადად სტუმარ-მასპინძლობის სექტორს მათზე მორგებულ პროდუქციასაც შესთავაზებს.

 

“ჩვენ ვისწრაფვით, რომ დავნერგოთ სტანდარტი კატეგორიაში და ხელი შევუწყოთ პურის კულტურის განვითარებას საქართველოში”, — აცხადებენ კომპანიაში, რომელიც მომავალში უფრო მეტი სიახლით გაანებივრებს მის მომხმარებლებს.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up