Reuters ის ცნობით, რამდენიმე რესტორანი, რომელიც ყაზახეთში მაკდონალდსის ბრენდის ქვეშ მუშაობდა დღეს 23 იანვარს ბრენდის გარეშე გაიხსნა. რესტორანი მომხმარებელს ზოგადის სახელით Cheeseburger მოემსახურება. რამდენიმე კვირის წინ ამერიკულმა კომპანიამ ყაზახეთიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
Food Solutions KZ-ის ყოფილმა ლიცენზიანტმა განაცხადა, რომ იგი შეინარჩუნებს „ხარისხისა და მომსახურების მაღალ სტანდარტებს ისე, როგორც ეს მაკდონალდსის ბრენდის ქვეშ იყო, იგი მომხმარებელს ჰპირდება რომ ახლო მომავალში ახალ ბრენდსაც წარადგენს.
McDonald's-მა და Food Solutions KZ-მა სალიცენზიო ხელშეკრულება მიმდინარე თვეში მიწოდების პრობლემების მოტივით შეწყვიტეს, თუმცა იქამდე წყაროებმა reuter - ს განუცხადეს, რომ ყაზახეთი რუსეთიდან პროდუქტებს აღარ ყიდულობდა და სხვა პროდუქციით ჩანაცვლებაც ვეღარ მოახერხა.