14 მარტიდან მაკდონალდსი რუსეთში ყველა რესტორნის მუშაობაც აჩერებს. ამის შესახებ RB.RU-ს კომპანიის პრესსამსახურში განუცხადეს.
”ოპერაციული, ტექნიკური და ლოგისტიკური სირთულეების გამო, 14 მარტიდან მაკდონალდსი გეგმავს მომსახურება მთელ რუსეთში დროებით შეაჩეროს. კომპანიის ოფისი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ სწრაფი კვების ქსელი ამჟამად „ძირითადი მიმართულებების უწყვეტი მუშაობის გარანტიას ვერ იძლევა. ასევე შეუძლებელია ქსელის ძირითადი ასორტიმენტზე და მაღალი ხარისხის სტანდარტების შენარჩუნება“.
ყველა თანამშრომელი, როგორც კორპორაციული, ასევე ფრენჩაიზის მფლობელი, რჩება კომპანიაში და მიიღებს სრულ ხელფასს. ისინი კომპანიის ყველა სოციალურ სარგებელსა და გარანტიას შეინარჩუნებენ. მაკდონალდსი ასევე გეგმავს მიმწოდებლების მხარდაჭერას და მესაკუთრეთა წინაშე ვალდებულებების შესრულებას.