„მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ერთადერთი პრობლემა მაღალი ინფლაცია და ლარის მეტისმეტად გამყარებაა“ - თემურ ბასილია

„მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ერთადერთი პრობლემა მაღალი ინფლაცია და ლარის მეტისმეტად გამყარებაა“ - თემურ ბასილია

access_time2023-01-09 12:30:40

„მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ერთადერთ პრობლემას მაღალი ინფლაცია და ლარის მეტისმეტად გამყარება წარმოადგენს“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ ფინანსისტმა და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა თემურ ბასილიამ, 2022 წლის შეჯამებისას განაცხადა.


მისი თქმით, 2022 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის საკმაოდ წარმატებული იყო.


„პირველი რიგში აღსანიშნავია ქვეყნის ეკონომიკური ზრდა. კერძოდ, მიმდინარე წლის პირველი ათი თვის მონაცემებით ეკონომიკურმა ზრდამ 10.0% შეადგინა. აღსანიშნავია ექსპორტის საკმაოდ შთამბეჭდავი, 34%-იანი ზრდა. ასევე, გასულ წლებთან შედარებით საგრძნობლად გაზრდილია შემოსავლები ტურიზმიდან. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაბილურობა საქართველოს მიმზიდველ ქვეყანად ხდის ინვესტორებისთვის, რის შედეგადაც გაზრდილია უცხოური ვალუტის შემოდინება. მაკროეკონომიკური თვალსაზრისით, ერთადერთ პრობლემას მაღალი ინფლაცია და ლარის მეტისმეტად გამყარება წარმოადგენს, რამაც საშუალოვადიან პერსპექტივაში შეიძლება შეაფერხოს ექსპორტის შემდგომი ზრდა“, აღნიშნა ბასილიამ.



ფინანსისტმა 2022 წლის მნიშვნელოვანი პროექტებზეც ისაუბრა და მათ შორის სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტი და შავ ზღვაში ელექტროენერგიის გამტარი კაბელის პროექტი გამოყო.


„რაც შეეხება მნიშვნელოვან ეკონომიკურ მოვლენებს, პირველ რიგში გამოვყოფდი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტს, რომელიც საშუალებას მისცემს ევროკავშირის ქვეყნებს საქართველოს გავლით აზერბაიჯანული გაზის გაორმაგებული რაოდენობა მიიღონ. ამ პროექტით საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა იხსნება, რაც ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გამოიყენოს.


ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია შავ ზღვაში ელექტროენერგიის გამტარი კაბელის პროექტი, რომლის მეშვეობით აზერბაიჯანული მწვანე ენერგია საქართველოს გავლით მიეწოდება ევროგაერთიანების ქვეყნებს. 2020 წლის ივნისში მსოფლიო ბანკმა შეისწავლა და დაადასტურა საქართველოსა და რუმინეთს შორის შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის ეკონომიკური მიზანშეწონილობა. ეს იქნება 1000 მეგავატი სიმძლავრის რეკორდულად გრძელი, 1100 კილომეტრიანი კაბელი. საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთის და უნგრეთის ლიდერებმა შეთანხმებას „მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ“ ხელი 17 დეკემბერს მოაწერეს.


ძალიან მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის მიღება. ეს უდიდესი, წინ გადადგმული ნაბიჯია, რადგან მანამდე საქართველოს არავინ განიხილავდა ევროკავშირის პოტენციურ წევრად. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ მოლოდინი და სურვილი იმისა, რომ საქართველოსაც ჰქონოდა იგივე სტატუსი, რაც მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს, ობიექტური გახლდათ. ბოლოს და ბოლოს, საქართველო ნამდვილად არცერთი მაჩვენებლით არ არის მოლდოვასა და არც უკრაინაზე უკან. უფრო მეტიც, ბევრ სფეროში ,თუნდაც, კორუფციის მაჩვენებლით, ან მმართველობის სისტემით, ბევრად უსწრებს მათ“,  აღნიშნა თემურ ბასილიამ.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up