თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი მალათიას პროვინციაში დაფიქსირდა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით მიწისძვრის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 69 დაშავდა. მიწისძვრა შვიდი კილომეტრის სიღრმეში მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები რამდენიმე პროვინციაში იგრძნობოდა, მათ შორის გაზიანთეფშიც.