გერმანიაში 9 ევროიან ბილეთს „გერმანული ბილეთი“ შეცვლის, რომლის თვიური ღირებულებაც 49 ევრო იქნება. ამის შესახებ გამოცემა DW-ში წერს. გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ აღნიშნული ბილეთი აქტიური იქნება მთელი ქვეყნის მასშტაბით საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
„გერმანული ბილეთი“ მალე გამოჩნდება. ჩვენ ყველა დაბრკოლება მოვხსენით“, - განაცხადა შოლცმა.
მანამდე იყო ინფორმაცია გერმანიის ფედერალური ცენტრისა და რეგიონების წარმომადგენლებს შორის უთანხმოების შესახებ იმ თანხებთან დაკავშირებით, რომლებიდანაც ეს პროექტი დაფინანსდება.
ასეთი ბილეთი 49 ევრო ეღირება და 2023 წელს გამოჩნდება. ჩვეულებრივ, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური ბილეთი, მაგალითად ბერლინში, 86 ევრო ღირს.
„გერმანული ბილეთი“ ჩაანაცვლებს ე.წ „9 ევროს ბილეთს“, რომლითაც გერმანელებსაც და ტურისტებსაც ზაფხულში საზოგადოებრივი ტრანსპორტით შეღავათიანი ტარიფით სარგებლობა შეუძლიათ. იაფი მოგზაურობის პროგრამამ გერმანიის მთავრობას 2,5 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდა.