მალე შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს, დაბრუნდით!  -ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

მალე შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს, დაბრუნდით! -ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს

access_time2022-03-05 13:38:53

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს.

პრეზიდენტი უკრაინელ ხალხს ამხნევებს და ამბობს, რომ დარწმუნებულია, მალე ყველა შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას.

„დარწმუნებული ვარ, მალე შევძლებთ ვუთხრათ ჩვენს ხალხს: დაბრუნდით! დაბრუნდით პოლონეთიდან, რუმინეთიდან, სლოვაკეთიდან და ყველა სხვა ქვეყნიდან. დაბრუნდით, რადგან საფრთხე აღარ არსებობს“, - აცხადებს ზელენსკი.

ის მადლობას უხდის ევროპის ქვეყნებს და მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრას ქუჩებში აპროტესტებენ და უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ და იმედს გამოთქვამს, რომ სანქციები კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება.

„მადლობას ვუხდი ევროპის ქვეყნებს, ათიათასობით და ასიათასობით იმ ადამიანს, რომელიც გუშინ გარეთ გავიდა, რათა უკრაინელებისთვის მხარი დაეჭირა - ბრატისლვა ფრანკფურტი, ვილნიუსი, ლეონი, პარიზი და თბილისი. გუშინ გარეთ იდგნენ დემოკრატიისა და მშვიდობის სახელით. ასევე მადლობას ვუხდი ამერიკის მოქალაქეებს, რომლებიც გამოდიან გარეთ და პროტესტს გამოხატავენ და ითხოვენ, რომ რუსეთს დაუწესდეს უფრო მკაცრი სამქციები და დახურონ რუსული ცა. ამერიკელების74% ჩვენ მხარეს არის და ვერ ვხვდები, რა სჭირდება კონგრესს იმისთვის, რომ ეს პირობები დაუყოვნებლივ შეასრულოს. დარწმუნებული ვარ, ეს პროცენტული მაჩვენებელი არც სხვა ქვეყნებში იქნება ნაკლები, მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს“, - ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი და დასძენს, რომ უკრაინა აგრესორი, ოკუპანტი მტრისგან თავს ღირსეულად იცავს და ისეთ ზარალს აყენებს მას, როგორიც ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი არ უნახავთ. 

ზელენსკი დარწმუნებულია, რომ მალე ყველა უკრაინელი შეძლებს სამშობლოში დაბრუნებას. პრეზიდებტი ზელენსკი ამტკიცებს, რომ უკრაინა უკვე მომავალზე ფიქრობს, თუ როგორ აღადგინოს ეკონომიკა. მისი თქმით, უკრაინის რეკონსტრუქციისთვის უკვე არსებობს შეთანხმება ათეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფაზე და ეს მხოლოდ პირველადი გადაწყვეტილებებია.











„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up