მალხაზ სონღულაშვილი: წერილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს არ ვწერ

მალხაზ სონღულაშვილი: წერილი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტს არ ვწერ

access_time2020-12-27 18:40:57

ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტმა, მალხაზ სონღულაშვილმა საჯარო წერილი გამოაქვეყნა, რომელსაც, როგორც ამბობს, "საქართველოს პრეზიდენტს არ სწერს". 

სალომე ზურაბიშვილმა 25 დეკემბერს შობა მხოლოდ კათოლიკეებს მიულოცა, მაშინ, როცა ამ დღეს სხვა ქრისტიანებიც ზეიმობენ.

"როდესაც ამოვიკითხე, რომ საქართველოს პრეზიდენტი რომის კათოლიკეებს მიულოცა შობა საქართველოში და მთელ სამყაროში, ვიფიქრე, ნეტა დანარჩენმა ქრისტიანებმა (მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა და მთელი პროტესტანტული სამყარო), რა ფაფაში ჩაუყვეს-მეთქი ამ ქალს ფეხი.

ჯანდაბას ჩვენი თავი (ქართველი პროტესტანტებისა), მაგრამ ნეტა სხვებს რას ემდურის-მეთქი ეს ქალი.

ვიფიქრე: იქნება ანგელა მერკელზეა-მეთქისაქართველოს პრეზიდენტი ნაწყენი, იქნება ამერიკელ პარტინორებზე აქვს-მეთქი გული აჩხრეკილი, ან ჯონსონის თმის ვარცხნილობა არ მოსწონს-მეთქი, ან ტრუდოს ფრანგულს უწუნებს, ან საბერძნეთის პრემიერი არ ეპიტნავება და იმიტომ არ ულოცავს-მეთქი.

მერე, სულო ცოდვილო, ისიც ვიფიქრე, მრჩევლები არ ჰყავს და რა ქნას-მეთქი, საწყალმა. ვიფიქრე, იქნება რელიგიის კვლევების რომელიმე მაგისტრანტსავთხოვოთ ილიაუნიში, რომ პრეზიდენტს რელიგიის შესახებ მოხალისეობის პრინციპით რჩევები მიაწოდოს-მეთქი.


ასე გადავწყვიტე, წერილი მიმეწერა და ამეხსნა, რომ თუ შობას ულოცავს ვინმეს, ყველას უნდა მიულოცოს, ვინც 25 დეკემბერში ზეიმობს და 7 იანვარს არ გალობს „ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემასაო.“ ისიც მინდოდა მიმეწერა, მართლმადიდებელი ეკლესიების უმეტესობა 25-ში აღნიშნავს-მეთქი შობას. ვინც არ აღნიშნავს, თავს მხოლოდ პოლიტიკური მოტივით იკავებს და მალე ისინიც 25-ში იზეიმებენ-მეთქი. იმის შეხსენებაც მინდოდა, როდესაც საქართველოს ეკლესიამ ნანატრი ავტოკეფალია მოიპოვა, შეთანხმება იქნა მიღწეული, რომ 25-ში ეზეიმათ-მეთქი შობა.

მაგრამ გამახსენდა, რომ ეს ყველაფერი პრეზიდენტ მარგველაშვილს უკვე მივწერე. მანაც მიიღო ჩემი შენიშვნა. როგორც ღირსეულმა ადამიანმა მოიბოდიშა და იმის მერე ყველსა ულოცავდა შობას ვინც 25-ში აღნიშნავდა და ვინც 7-ში. პრეზიდენტი ხომ წესით ყველას პრეზიდენტი უნდა იყოს!

არა ამჟამინდელი პრეზიდენტის, არამედ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ შობის მილოცვისას ვიღაცეების უგულებელყოფა და დაჩაგვრა ღალატია თვითონ შობის პრინციპისა, რომლის მიხედვითაც სუსტი და მოწყვლადი ყრმა უფრო მნიშველოვანია, ვიდრე ჰეროდე დიდი და ძლიერნი ამა სოფლისანი. შობა გვასწავლის, რომ ყველა ადამიანი თანაწსორია. რა ვუყოთ, რომ საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ყველა მოქალაქეს ერთნაირად არ სცემს პატივს, სამაგიეროდ ღმერთს ყველა ერთნაირად უყვარს. საბედნიეროდ ამ სოფლის ძლიერებზე არ არის დამოკიდებული, ვის გულში დაიბადება და ვის გულში დაიდებს ბინას განკაცებული მაცხოვარი და ვისაში - არა.

ყველას გილოცავთ შობას, ვინც 25-ში აღნიშნავთ, ვინც 7-ში აღნიშნავთ (მათ შორის პრეზიდენტსაც), ვინც ვერ აღნიშნავთ და ვინც არ აღნიშნავთ საერთოდ. შობა მარტო ქრისტიანების დღესასწაული არ არის. ის ყველასია, ვისაც მშვიდობისა, სიყვარულისა, თავისუფლებისა და სამართლიანობისა სჯერა".- წერს მალხაზ სონღულაშვილი. 


Formulanews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up