მამუკა ბახტაძე: განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა 60 მილიარდია, თუ მისი გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის გამოიყოფა, ეს იქნება დაფინანსების ალტერნატიული წყარო კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

მამუკა ბახტაძე: განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა 60 მილიარდია, თუ მისი გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის გამოიყოფა, ეს იქნება დაფინანსების ალტერნატიული წყარო კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის

access_time2021-12-10 09:00:00

ჩვენ მთავარი მიზანი გვაქვს - საერთაშორისო განვითარების დაფინანსების კორპორაციის წარმომადგენლობის გახსნის იდეის ხელშეწყობა და ადვოკატირება საქართველოში, რომელიც სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის რეგიონს დაფარავს თბილისიდან; მეორე მიზანია აშშ-საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების იდეის ადვოკატირება; ჩვენ ჭეშმარიტად გვწამს, რომ ორივე ინიციატივას აქვს იმის პოტენციალი, რომ სრულიად მოახდინოს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ჩვენი რეგიონის გარდაქმნა, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდისა (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივ საერთაშორისო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელშიც აშშ-დან მიიღო მონაწილეობა.



ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდი(AGECF), რომელიც მამუკა ბახტაძემ აშშ-ის პრეზიდენტ კენედის შვილიშვილთან ერთად დააფუძნა, საქართველოში 60-მილიარდიანი ამერიკული სახელმწიფო ფონდის შემოყვანას ისახავს მიზნად, რომელიც თბილისიდან დაფარავს 8 სახელმწიფოს - საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი.



ფონდის საქმიანობის ძირითად მიზანი საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდაჭერა და შესაბამისად, სიღარიბის დაძლევა იქნება. ასევე, ფონდი მხარს დაუჭერს ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებას.




“განვითარების დაფინანსების კორპორაციის საინვესტიციო მოცულობა დაახლოებით 60 მილიარდია, რაც ორჯერ აღემატება კერძო საგარეო ინვესტიციების კორპორაციის შესაძლებლობებს. თუ მისი გარკვეული ნაწილი ჩვენი რეგიონისთვის იქნება გამოყოფილი, მაშინ ამერიკულ კომპანიებს ეკონომიკურად მდგრადი ინსტრუმენტები გაუჩნდებათ სამყაროს ჩვენს ნაწილში ინტეგრაციისთვის. რეგიონის ქვეყნების მთავრობებისთვის ეს იქნებოდა დაფინანსების ალტერნატიული წყაროები მეტად კრიტიკული ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად. აუცილებელია დაკავშირებადობა, თუ გვინდა სამყაროს ამ ნაწილის ყველაზე ქმედითი ინტეგრაცია მოხდეს გლობალურ ეკონომიკაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვისაც, რადგან მცირე და საშუალო საწარმოებს გაუჩნდებათ ამერიკელი პარტნიორების პოვნისა და რეგიონში ახალი ბიზნესის წამოწყების შანსი. ამ შესაძლებლობით ქალი მეწარმეებიც ისარგებლებდნენ, რომლებიც საკუთარი ბიზნეს იდეებისთვის დაფინანსების მოპოვებას შეძლებდნენ. მნიშვნელოვანია, რომ ამერიკული ბიზნესი და კერძო სექტორი მაღალ სტანდარტს დაამკვიდრებდა საქართველოში შრომით ურთიერთობებში დასაქმებულთა უფლებების დაცვის სფეროში. ეკოლოგიური სტანდარტების დაცვაც უმაღლეს დონეზე მოხდებოდა. დაინერგებოდა ინოვაციები და ტექნოლოგიები, რაც მოტივაციას გაუზრდიდა მთავრობას და შედეგად მოიტანდა მეტ კაპიტალდაბანდებას ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. ჯამში, ეს ყველაფერი დაგვეხმარებოდა რეგიონში გარდაქმნების ახალი ტალღის წამოწყებაში. შეერთებულ შტატებსა და ჩვენს რეგიონს შორის არსებული პარტნიორობის ეკონომიკური პოტენციალის ჩვენების დრო დადგა. რა თქმა უნდა, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული პარტნიორის რანგში შეიძლება და უნდა ჰქონდეს განსაკუთრებული როლი ამ კონტექსტში”, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.



ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) და Foreign Policy-ის ერთობლივი საერთაშორისო ღონისძიება დღეს გაიმართა. ახლად შექმნილი ამერიკულ-ქართული ეკონომიკური თანამშრომლობის ფონდის (AGECF) მმართველი საბჭოს/გამგეობის შემადგენლობაში არიან - მეთ კენედი - Converge დამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი; მუშაობდა პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციაში ვაჭრობის, ფინანსთა დეპარტამენტებში და თეთრ სახლში;
სტუარტ აკერლი - ადვოკატი ვაშინგტონში და Statera Capital-ის დირექტორი, იყო ახლად შექმნილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) პირველი ხელმძღვანელი და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენლობის აპარატის ხელმძღვანელის მოადგილე და უფროსი მრჩეველი. ქალებ ჩარლზ მაკკარი - ამერიკის საგარეო პოლიტიკის ექსპერტი. იგი მუშაობდა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ.
დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი, საგარეო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი; ლევან ავალიშვილი- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) თანადამფუძნებელი და პროგრამების ხელმძღვანელი; ირინა ლორთქიფანიძე - აქვს მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება კანონის უზენაესობის, სასამართლო და იურიდიული პროფესიის რეფორმების, ადამიანის და ქალთა უფლებების საკითხებზე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროკავშირის და გაეროს პროექტების ფარგლებში.



imedinews.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up