მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება

access_time2022-01-11 14:30:00

მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი ხვალ გამოცხადდება. ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე გახდა ცნობილი.


როგორც მოსამართლემ განაცხადა, ხვალინდელი პროცესი 11:00 საათზე გაიმართება.


დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ის ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებს.


„არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, მაგრამ როდესაც სამი წლის განმავლობაში ჩვენ ერთი და იგივე რაღაცას ვისმენთ, აქ ან ინტელექტუალურ პრობლემასთან გვაქვს საქმე ან დაკვეთასთან, რომელიც უნდა შეასრულონ. ჩავთვალოთ, რომ აქ ინტელექტთან გვაქვს პრობლემა, მაგრამ უფრო პოლიტიკურ დაკვეთასთან გვაქვს საქმე. როდესაც მე და ბადრი ჯაფარიძემ გამოვაცხადეთ პარტიის დაფუძნება, ამის შემდეგ დაიწყო ბრალის წარდგენა. საქმე, რომელიც შეიძლება, იყოს გარკვეული ერთ თვეში, გრძელდება სამი წელი. მაშინაც და დღესაც „თიბისი ბანკი“ აფინანსებდა ქვეყნის ეკონომიკის დიდ ნაწილს. ესაა პოლიტიკური დევნა, ვენდეტა. ის კი არ მაწუხებს, თქვენ რა გადაწყვეტილებას მიიღებთ ხვალ, მე ამისი არ მეშინია, თუ ეს ასე დარჩა, რასაც სამი წლის განმავლობაში ვისმენთ, ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია. მე ამ ბრძოლას გავაგრძელებ, სადაც არ უნდა ვიყო, არანაირი განზრახვა არ ყოფილა გარდა იმისა, რომ ამ ქვეყანაში დიდი ინვესტიცია შემოგვეტანა, არავინ არ მოგვიტყუებია. არავითარ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია, ვერ შეიძლება იყოს გათეთრებული, თუ ის არის თეთრი. ეს არის პოლიტიკური საქმე, ამას სამართალთან არა აქვს კავშირი. ნებისმიერ გადაწყვეტილებას შევხედავ მშვიდად, მაგრამ ამ ქვეყანაში, ვიდრე არ იზეიმებს სამართალი, არა მამუკა ხაზარაძისთვის, არამედ რიგითი მოქალაქისთვის, მანამდე ვიქნებით ამ ჭაობში“, – განაცხადა ხაზარაძემ.



ბადრი ჯაფარიძის თქმით, არანაირ ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია.


„ჩვენ ავიღეთ ეს სესხი იმიტომ, რომ გვქონდა კრედიტი ირლანდიურ ბანკთან. რა უნდა სიმართლის დადგენას, თუ ამის სურვილი გაქვს. ჩვენ ავიღეთ მოკლევადიანი სესხი, თუმცა ვერავინ გათვლიდა, რომ რუსეთის არმია შემოიჭრებოდა და 2008 წელს დადგებოდა ფორსმაჟორული სიტუაცია. რატომ არ თქმულა არც ერთხელ, რომ 2008 წელს ფორსმაჟორული სიტუაცია დადგა. ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, იმის გამო, რომ გაპრობლემდა „სამგორის“ და სხვა კომპანიების სესხი, ჩვენ შეგვიმცირდა ოცდაათი პროცენტით მონაწილეობა. რატომ ჩქარობს პროკურატურა? შესაძლოა, წაბრძანებულიყო პროკურატურა და ესაუბრა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან, არც წაბრძანებულად და არც დაკავშირებიან. ჩვენ მართლაც დავზარალდით ამ სესხის გამო, დავკარგეთ ჩვენი ქონების ორი მესამედი, არსად ეს დაფარული არ ყოფილა, ამიტომ გვაქვს საქმე შეთითხნილ გაყალბებულ სისხლის სამართლის საქმესთან. დღესაც აბსოლუტურად იგივეს გავაკეთებდით, რადგან ვმოქმედებდით ინსტიტუტის და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებით, შემოგვყავდა ძლიერი კომპანია, მაგრამ მოხდა ის რის პროგნოზირებასაც ვერ გავაკეთებდით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გახდება ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასასრული“, – განაცხადა ჯაფარიძემ.


გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ბრალდების შესახებ დადგენილება 2019 წლის 24 ივლისს გამოიტანა. საგამოძიებო უწყების ცნობით, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს ბრალდება წარედგინათ მათ მიერ ჯგუფურად, 16 754 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით.



1tv.ge

თეგები:
განაჩენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up