მამუკა ხაზარაძის შემდეგ ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსს ვახტანგ ბუცხრიკიძე ინარჩუნებს

მამუკა ხაზარაძის შემდეგ ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსს ვახტანგ ბუცხრიკიძე ინარჩუნებს

access_time2022-05-25 15:30:05

საქართველოში მოქმედმა ორმა უმსხვილესმა კომერციულმა ბანკმა 2021 წელს მენეჯმენტზე ჯამურად დაახლოებით 75  მლნ ლარი დახარჯა.


2021 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს ბანკმა დირექტორატს 42,278,859 ლარი, სამეთვალყურეო საბჭოს 2,890,607 ლარი, ხოლო სხვა მატერიალური რისკების ამღებ პირებს 4,276,978 ლარი გადაუხადა. რაც სხვა ბანკებთან შედარებით, მენჯმენტზე დახარჯული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.


გარდა ამისა, საქართველოს ბანკის  2021 ფინანსური წლის განმავლობაში გადახდილი გადავადებული ანაზღაურების მთლიანი მოცულობა დირექტორატის შემთხვევაში 13,442,067 ლარს, ხოლო სხვა მატერიალური რისკების ამღებ პირებისთვის 1,988,773 ლარს შეადგენდა.


ბანკის უმაღლესი მენეჯმენტი, რომელიც 14 ძირითადი პირისგან შედგება (ნილ ჯანინი, ალასდაირ ბრიჩი, თამაზ გიორგაძე, ჰანნა ლოიკაინენი, ჯონათან მუირი, სესილ დაერ ქუილენ, ვერონიკ მაკქეროლ, მარიამ მეღვინეთუხუცესი, არჩილ გაჩეჩილაძე, სულხან გვალია, გიორგი ჭილაძე, ლევან ყულიჯანიშვილი, მიხეილ გომართელი, ეთერ ირემაძე, ზურაბ ქოქოსაძე, ვახტანგ ბობოხიძე, სხვა მატერიალური რისკის ამღები პირები) 1,669,212 აქციას ფლობენ. აქედან ყველაზე მეტი 442,234 აქცია გენერალური დირექტორის არჩილ გაჩეჩილაძის მფლობელობაშია, რომელთა ღირებულება 6.5 მლნ სტერლინგამდეა. მეორე ადგილზე გიორგი ჭილაძე 335,272 აქციით, ხოლო მესამეზე მიხეილ გომართელი 305,141 აქციით.



მართალია საქართველოს ბანკმა მენეჯმენტზე ყველაზე მეტი თანხა დახარჯა, თუმცა ყველაზე მდიდარი ბანკირის სტატუსს კვლავ თიბისი ბანკის წარმომადგენელი იკავებს, მამუკა ხაზარაძის შემდეგ ეს სტატუსი, 2021 წლის ანგარიშების მიხედვითაც, ვახტან ბუცხრიკიძეს ერგო.


2021 წლის მონაცემებით, თიბისი ბანკმა დირექტორატს 25,717,987 ლარი, სამეთვალყურეო საბჭოს 1,808,960 ლარი, ხოლო სხვა მატერიალური რისკების ამღებ პირებს 764,486 ლარი გადაუხადა.


გარდა ამისა, თიბისი ბანკის 2021 ფინანსური წლის განმავლობაში გადახდილი გადავადებული ანაზღაურების მთლიანი მოცულობა დირექტორატის შემთხვევაში 12,220,215 ლარს, ხოლო სხვა მატერიალური რისკების ამღებ პირებისთვის 286,307 ლარს უდრის.


ბანკის უმაღლესი მენეჯმენტი, რომელიც 6 ძირითადი პირისგან შედგება (ნინო მასურაშვილი, გიორგი თხელიძე, ნიკოლოზ ქურდიანი, ვახტანგ ბუცხრიკიძე, თორნიკე გოგიჩაიშვილი, გიორგი მეგრელიშვილი, სხვა მატერიალური რისკის ამღები პირები) 1,585,428 აქციას ფლობს. აქედან ყველაზე მეტი 1,026,263 აქცია ვახტანგ ბუცხრიკიძის მფლობელობაშია, რომელთა ღირებულება 15 მლნ სტერლინგს აღწევს. მეორე ადგილზეა ნინო მასურაშვილი 302,752 აქციით, მესამეზე კი გიორგი თხელიძე 127,317 აქციით.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up