MAN-ის ახალი სტრატეგია - ელექტროტრანსპორტის მომავალი

MAN-ის ახალი სტრატეგია - ელექტროტრანსპორტის მომავალი

access_time2022-07-11 18:22:21

  • MAN-ის ფართო პორტფელი ყველა დანიშნულების საქალაქო, საქალაქთაშორისო,  საექსკურსიო-ტურისტულ ავტობუსებს და მიკროავტობუსების ახალ მოდელებს აერთიანებს


  • გერმანული ბრენდი ყურადღება ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე, ლექტრომობილობასა და  ციფრულ გადაწყვეტილებებზე გაამახვილებს


  • სრულად ელექტრიფიცირებული MAN Lion's City E-ს წარმატება ევროპაში  

 

MAN Truck & Bus-მა „NewMAN“ სტრატეგიის მიხედვით მომავლის მიმართულება განსაზღვრა. ახალი დევიზით -  „ბიზნესის გამარტივებისთვის“ - მათი მთავარი მიზანია, გადამწყვეტი როლი ითამაშონ მობილობის გამარტივებაში.


კომპანია ორი ბრენდის - MAN-ისა და NEOPLAN-ის მომხმარებლებს საქალაქო, საქალაქთაშორისო, საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსებისა და მიკროავტობუსების უახლეს მოდელებს სთავაზობს.


Covid-19-მა ადამიანებსა და ბაზრებზე საგრძნობი ზემოქმედება მოახინა. პანდემია განსაკუთრებით რთული გამოდგა საექსკურსიო-ტურისტული ავტობუსების წარმოების  სექტორისთვის. მიუხედავად ამ რთული გარემოებებისა, MAN-ისა და NEOPLAN-ის ბრენდების ბაზრის წილი სტაბილურად გაიზარდა. თუმცა ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ მუდმივად უნდა ვიმუშაოთ მომავლის ტექნოლოგიებზე, რათა შევინარჩუნოთ ინტერესი. ნულოვანი ემისიის მობილობის, დიგიტალიზაციისა და ავტომატიზაციის ტენდენციები სწრაფი ტემპით ცვლის მსოფლიოს. ახალი NewMAN სტრატეგია საფუძველს იძლევა MAN-ის ბრენდის რეორგანიზაციისთვის და ჩვენ, ჩვენი ძლიერი გუნდით, ამ ძირეული ცვლილებებისთვის  მზად ვართ“, - ანდრეას ტოსტმანი, MAN Truck & Bus-ის აღმასრულებელი დირექტორი.


ახალი სტრატეგიის მიხედვით, MAN Truck & Bus მაქსიმალურად მოქნილი უნდა გახდეს. კომპანია ყურადღებას გაამახვილებს ნულოვანი ემისიის ტექნოლოგიებზე და მათ, როგორც „ჭკვიანი ინოვატორის“, როლზე. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ელექტრომობილურობაზე და წყალბადზე, როგორც ალტერნატიულ საწვავზე.  

 

MAN Lion's City E: სრულად ელექტრიფიცირებული საქალაქო ავტობუსი

MAN-ის ახალი სტრატეგია და ინოვაციური ავტობუსები კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კომპანია განვითარების ახალ ეტაპზეა. ბრენდის მთავარი მიზანია, დაიხვეწოს სრულად ელექტრიფიცირებული Lion's City E, ასევე, MAN Truck & Bus-ის მდგრადი სერიის მოდელები და გამოიყენოს ისინი ურბანული მობილობისთვის.       


MAN Lion's City E თვეებია, ევროპის ქალაქებში წარმატებით გამოიყენება და მის პროცესებში ინტეგრირებაზე კომპანია უკვე მუშაობს.


ავტობუსები უკვე მიიჩნევა ყველაზე ეკოლოგიურ და ეკონომიურ სატრანსპორტო საშუალებად. CO2 -ის გამონაბოლქვის შემცირებაზე მთელს მსოფლიოში მუშაობენ. დღესდღეისობით უფრო და უფრო მეტი საზოგადოებრივი სატრანსპორტო კომპანია ითვალისწინებს ამას და ახალი ავტობუსების შეძენისას მხოლოდ ბატარეებზე მომუშავე საქალაქო ავტობუსებს ირჩევს“, - რუდი კუხტა, MAN Truck & Bus-ის ავტობუსების ბიზნესმიმართულების ხელმძღვანელი.


 



ახალი MAN Lion's Intercity LE მსოფლიო ბაზარზე პირველად წარდგება


MAN-ი Lion's Intercity LE-ს პირველად წარადგინეს და  კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ავტობუსი ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს. MAN-ის ავტობუსების ოჯახის უახლესი წევრი ინოვაციურობით გამოირჩევა. ავტობუსის დიზაინი მისი მრავალმხრივ გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, მათ შორის, როგორც საქალაქო, ისე საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მიმართულებით.  


ახალი მოდელების სერია ავტობუსის სამ მოდელს ჩაანაცვლებს. გეგმის მიხედვით, 2023 წლიდან ახალი Lion's City „MAN EfficientHybrid“ ჰიბრიდული ძრავით აღიჭურვება. მომხმარებლები პირველ ეტაპზე ორ საქალაქთაშორისო ვერსიას - Lion's Intercity LE 12-სა და Lion's Intercity LE 13-ს იხილავენ. მათი წარმოება მიმდინარე წელს დაიწყება.  



MAN უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად ახალი სისტემების ფართო სპექტრს ქმნის

უსაფრთხოება ის მიმართულებაა, რაზეც კომპანიაში აქტიურად მუშაობენ. ახალი სისტემების დახმარებით მძღოლებს საგრძნობლად უმარტივდებათ სხვადასხვა საჭიროებისთვის შექმნილი ავტობუსების მართვა.




მაგალითად, მიმდინარე წლიდან MAN ComfortSteering - საჭის ელექტრონული დამხმარე სისტემა MAN-ისა და NEOPLAN-ის ავტობუსებში დამონტაჟდება. ეს საჭის მართვის მთელ პროცესს ბევრად უფრო მარტივსა და კომფორტულს გახდის.

ახალ ავტობუსებში დამონტაჟდება ზოლში დაბრუნების დამხმარე სისტემა (LRA).  ასევე, ქალაქში მოძრაობისას იმოქმედებს მობრუნების ასისტენტი და ფეხით მოსიარულეთა ამოცნობის სისტემა.   

--

MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. კომპანია მომხმარებელს გერმანული ბრენდის პროდუქციასა და სატვირთო-სამშენებლო ტექნიკას სთავაზობს. „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ სერვისცენტრი MAN-ის მიერ არის ავტორიზებული, აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სრულად არის მორგებული გერმანულ სტანდარტებს.

 

(R)



თეგები:
MAN



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up