ქართველი ფეხბურთელის ხვიჩი კვარაცხელიას შეძენა ერთდროულად ორ ინგლისურ კლუბს სურს. ხვიჩა კვარაცხელიათი „მანჩესტერ იუნაიტედი“ და ლონდონის „არსენალია“ დაინტერებული.
ინგლისური გამოცემის Express-ის ცნობით, ინგლისის პრემიერ ლიგის გიგანტები ძალიან აფასებენ „ნაპოლის“ დუეტის კვარაცხელია - ოსიმენის თამაშს. კლუბები მზად არიან გადაიხადონ 250 მილიონი ფუნტი ორივე მოთამაშისთვის.
„ნაპოლის“ დირექტორმა კრისტიანო ჯუნტოლიმ არაერთხელ განაცხადა, რომ კვარაცხელია არ იყიდება. ქართველი ნახევარმცველის კონტრაქტი „ნაპოლისთან“ 2027 წლამდეა გათვლილი.