კატარელ ინვესტორებს ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო კლუბ Manchester United-ის შესაძენად გულუხვი შეთავაზებები აქვთ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.
„წითელი ეშმაკების“ ყიდვის სურვილი მანამდე უმდიდრესმა ბრიტანელმა და გუნდის დიდი ხნის გულშემატკივარმა ჯიმ რატკლიფმა გამოთქვა. მანამდე, 2022 წლის ნოემბერში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კლუბით საუდის არაბეთის ინვესტორები და Apple Corporation-ი ინტერესდებოდა.
ამ ყველაფრის შემდეგ, Manchester United-ის აქციები ნიუ-იორკში 12.7%-ით გაიზარდა.
საფეხბურთო გუნდის საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 3,5 მლრდ დოლარია. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდის ამჟამინდელი მფლობელები, ამერიკელი ბიზნესმენები - ძმები გლეიზერები მას დაახლოებით 6 მლრდ ფუნტად (7,3 მლრდ დოლარი) აფასებდნენ.
კატარელი ბიზნესმენები უკვე ფლობენ ერთ ცნობილ ევროპულ საფეხბურთო კლუბს - Qatar Sports Investments-მა ფრანგული Paris Saint-Germain-ი 2011 წელს შეიძინა.
UEFA-ს წესების თანახმად, გუნდები, რომლებიც ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშობენ, არ შეიძლება ერთი და იგივე მფლობელი ჰყავდეთ. ევროტურნირებზე Manchester-ი რეგულარულად ხვდება PSG-ს. შესაბამისად, ინგლისური კლუბის შესაძენად სხვა ინვესტორებიც იქნებიან.
მიმდინარე სეზონში Manchester United-ი ინგლისის პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. გუნდმა ასევე მოიპოვა კვალიფიკაცია ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბარსელონას წინააღმდეგ სათამაშოდ.