ნიუ-იორკის ცენტრალურ უბანში მანჰეტენზე ბინის ქირის საშუალო თვიურმა ფასმა ივნისში მთელი 29%-ით მოიმატა და პირველად ისტორიაში გადააჭარბა 5 ათას დოლარს. უფრო კონკრეტულად ქირის საფასური თვეში 5 058 დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
ანალიტიკოსების ცნობით, ფასების ზრდა მინიმუმ შემოდგომამდე გაგრძელდება, იმ ფონზე როცა ნიუ-იორკის ცენტრალურ ნაწილში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია.
„არ არის არანაირი შენელების ნიშანი. ამ ეტაპზე მაინც,“ - აცხადებენ ექსპერტები.
აღსანიშნავია რომ გასაქირავებელი ფასი იზრდება იმ ფონზე, როცა იზრდება საპროცენტო განაკვეთი იპოთეკაზე, რაც იმ ადამიანებს ვისაც აქამდე ჩაფიქრებული ჰქონდათ ფართის შეძენა იძულებული არიან მის ქირაზე გადავიდნენ. ამასთან, ნიუ-იორკში ბრუნდებიან ოჯახები, რომლებმაც ქალაქი პანდემიის დროს დატოვეს, ასევე ქალაქში ჩამოდიან კოლეჯებისა და უნივერსიტეტების კურსდამთავრებულები რომლებიც ჩამოდიან სამსახურის საძიებლად.
ამ ფონზე კი მანჰეტენში ქირისთვის ხელმისაწვდომი ბინების რიცხვი ერთ წელიწადში 46%-ით შემცირდა.
bpn.ge