რამდენი ტურისტის მიღების რესურსი აქვს საქართველოს

რამდენი ტურისტის მიღების რესურსი აქვს საქართველოს

access_time2022-06-02 12:00:09

საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ  ბოლო წლების განმავლობაში განსხვავებული მოსაზრებებია. არსებული ინფრასტრუქტურით რეალურად რამდენი ტურისტის მასპინძლობას შეძლებს ქვეყანა, ამაზე საერთაშორისო და ადგილობრივ სპეციალისტებს ერთმანეთისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ.


ჯერ კიდევ 2020 წელს, როცა ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის ღონისძიება ჩატარდა, გამოითქვა მოსაზრება, რომ 2023 წელს, თუკი პანდემია დასრულებული იქნება, საქართველო 16 მილიონი ტურისტის მიღებას შეძლებს. ტურიზმის სფეროს სპეციალისტი ნიკა კვარაცხელია ამ მოსაზრებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ 8 მილიონი ტურისტი ის მაქსიმალური რაოდენობაა, რომლის მიღებას ქართული ტურისტული ინდუსტრია მეტნაკლებად გაუმკლავდება.

 

,,ვფიქრობ, შეუძლებელია, საქართველომ 16 მილიონი სტუმარი მიიღოს. ზოგადად დამსვენებლების რაოდენობა გაიზარდა საბჭოთა კავშირის დროინდელ ტურიზმთან შედარებით, მაგრამ ამ რაოდენობის ტურისტს ქვეყანა რეალურად ვერ გაუმკლავდება.  ინფრასტრუქტურა და საწოლების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია. 1988 წელს გვქონდა 920 000 საწოლი ადგილი, ახლა  2-ჯერ ნაკლებია, მაქსიმუმ, 400 000 იყოს. სასტუმროების რაოდენობა 1700-მდეა, მაგრამ მათი უმეტესობა მცირე ზომისაა. დიდი სანატორიუმებით, ტურბაზებით და სასტუმროებით  1988 წელს ძლივს მოგროვდა 5 მილიონი ტურისტი, მოსახლეობა სულ 4 მილიონი იყო. 16 მილიონი იმის ნახევარია, რასაც მსოფლიოს ერთ–ერთი უდიდესი ქვეყანა თურქეთი იღებს. 30 მილიონზე ზევით პირველ ათეულში ხვდებიან ტურისტების მიმღები ქვეყნები. საქართველოს ტიპის ქვეყნისთვის ამდენი ტურისტის მასპინძლობა რეალურად წარმოუდგენელია, არც ერთი კომპონენტით ამისთვის ქვეყანა მზად არ არის“, - აცხადებს ,,კომერსანტთან“ ნიკა კვარაცხელია.


მისი თქმით, საქართველოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს არა ტურისტების რაოდენობა, არამედ მაღალმხარჯველი კონტინგენტი, რასაც დიდი მოგების მოტანა შეუძლია ქვეყნისთვის.



,,არ უნდა გამოვეკიდოთ რაოდენობას, საქმე ფულია. ბევრი ტურისტი კარგია, მაგრამ მთავარია დანახარჯი, რა ფულს დახარჯავენ ტურისტები  საქართველოში. რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, ხელისშემშლელი რაიმე განსაკუთრებული მიზეზი არ გვაქვს. ზოგადად, რა თქმა უნდა, ომი ხელის შემშლელია, მაგრამ ამჯერად ტურიზმზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოში რუსეთის, უკრაინის და ბელარუსის ბევრი მოქალაქეა და ეს ძალიან დიდი შევსებაა. ომმა კავკასიური ტურები შეამცირა, მაგრამ გაიზრდება ტურები ისეთი ქვეყნებიდან, როგორიც არის - ბალარუსი, ყაზახეთი, შუა აზიის ქვეყნები და ისინი აანაზღაურებენ დანაკლისს“, - აცხადებს ნიკა კვარაცხელია.


ტურიზმი, რომელიც ბოლო სამი წელია ძალების აღდგენას ცდილობს, ზაფხულის სეზონის დაწყებისთვის უკვე მზადაა. სასტუმროები პირველი ვიზიტორის მოლოდინში არიან. გაძვირებული ცხოვრება ბიზნესსაც შეეხო, ამიტომ მომსახურების ტარიფებიც გაიზარდა. მიუხედავად ამისა, კურორტებზე იმედოვნებენ, რომ დამსვენებლები ეყოლებათ.


რაც შეეხება საქართველოში საწოლფონდებს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 115 469 -ს შეადგენს. აქედან ყველაზე მეტი, 29 398 აჭარის რეგიონშია. თბილისის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 26 743-ს შეადგენს.

 

მარი ჩიტაია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up