თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის დასაწყისში აშშ-სა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მას აქვს ინფორმაცია, რომ ბირთვულ იარაღს არც ერთი მხარე არ გამოიყენებს, ინფორმაციას როიტერი ავრცელებს.
ერდოღანმა G20-ის სამიტიდან დაბრუნებისას თქვა, რომ ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრები ხშირად უნდა გაიმართოს, რომ ახალი მსოფლიო ომი თავიდან ავიცილოთ.
ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთი 2022 წლის თებერვალში უკრაინაში შეიჭრა. რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარამ, უკრაინის ომში ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.
შეგახსენებთ, რომ ორშაბათს, ანკარაში ერთმანეთს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი უილიამ ბერნსი და რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი სერგეი ნარიშკინი შეხვდნენ.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა