მაქვს კარგი ქვეყანა, კარგი ხალხი და კარგი კულტურა. არ დავუთმობ ამას რუსებს! - ლევან ბუთხუზი

მაქვს კარგი ქვეყანა, კარგი ხალხი და კარგი კულტურა. არ დავუთმობ ამას რუსებს! - ლევან ბუთხუზი

access_time2023-02-18 10:08:03

ბიოლოგი და ტელეწამყვანი ლევან ბუთხუზი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბოლო წლებში რამდენიმე NGO დააარსა და მაქსიმალურად ცდილობდა ქვეყნის სახელის საერთაშორისო ასპარეზზე გატანას, NACRES-ის გუნდმა საქართველოში ლეოპარდიც კი აღმოაჩინა, 400 ექსპერტიანი საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარეს, შემდეგ National Geographic-ის საშუალებით ცდილობდა საქართველოს პოპულარიზაციას საერთაშორისო გამოცემის 100-მილიონიან აუდიტორიაში, პარალელურად მედიით ეწევა მეცნიერების, გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის  პოპულარიზაციას და როგორც ერთხელ მეგობარმა უთხრა - აქვს კარგი ქვეყანა, კარგი კულტურა, ჰყავს კარგი ხალხი და მას რუსებს არ დაუთმობს.

 

ლევან ბუთხუზის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:

 

„მთელი ცხოვრება „ენჯეოებში“ ვმუშაობდი და ვმუშაობ. ჯერ NACRES/ნაკრესი შევქმენით იასონ ბადრიძემ, ზურა გურიელიძემ, გია თოდუამ, გიგი თევზაძემ და მე, პატარა ბიჭიკომ. ლეოპარდიც კი აღმოვაჩინეთ საქართველოში ჩვენი გუნდის წევრებმა, ანუ NACRES-მა (სხვა უამრავ საამაყო საქმეებზე ვრცლად რომ არ ვისაუბრო და ტვინი არ შეგიჭამოთ). 90-იანების მიწურულისკენ ამ „ენჯეოს“ დირექტორიც გავხდი და 42 ქვეყანა მოვიარე ამ „ენჯეოდან“. მაქსიმალურად ვეცადე, რომ საქართველოს სახელი გამეტანა და NACRES-ში ჩემი დირექტორობის მიწურულს ჩემს მეგობრებთან ერთად 400-ექსპერტიანი საერთაშორისო კონფერენციაც კი გავაკეთეთ; ორი კვირა ოთხი კონტინენტიდან ჩამოსული ამ მეცნიერებით და მათი თანმხლები პირებით (მინიმუმ 800 ადამიანი იყო) გავავსეთ საქართველოს დაცული ტერიტორიები და საქართველოს ბუნებაზე ხმა მთელ მსოფლიოს ჩვენც მოვფინეთ - მთელმა NACRES-მა! არადა ერთი უბრალო „ენჯეო“ არის, მეტი არაფერი! თუ ვინმეს ჩემი და ჩემი მეგობრების მიერ საქართველოს ბიომრავალფეროვნების კვლევის და მისი დაცვის საქმე ეცოტავება, ფინანსურ მხარეზედაც ვიტყვი - ჩემ მეგობრებთან ერთად მსოფლიო ბანკის და გაეროს გარემოს დაცვით საინვესტიციო პროექტებში ჩართულს, საქართველოში 25 მილიონი დოლარის (რაც უცებ და უხეშად დავთვალე) შემოტანის თანამონაწილეობა მაქვს. 

 

შემდეგ იყო National Geographic Magazine საქართველოს დირექტორობისა და მთავარი რედაქტორობის პერიოდი. ეს სასახელოა საქართველოსთვის, რადგან გიორგი რამიშვილის იდეით ანთებულებმა ამ „ენჯეოს“ გამგეობის მსოფლიო დონის მეცნიერებმა (დათო ლორთქიფანიძემ, გია დვალმა, ზაზა კოკაიამ და დავით ფრანგიშვილმა), რედაქციის გუნდთან ერთად, ახალი აზრი შესძინეს კონცეფცია „ენჯეოს“. თურმე, შესაძლებელი ყოფილა მთავრობაზე უკეთ აკეთო მეცნიერების, გარემოს დაცვის და სხვადასხვა კულტურის პოპულარიზაცია. აქაც ვცდილობდით, რომ საქართველოს სახელი გაგვეტანა National Geographic-ის 100-მილიონიან მსოფლიო აუდიტორიაში.

 

პანდემიამდე დავიწყეთ SEED Georgia - მესამე „ენჯეო“ და მოვასწარი რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი დამენერგა ჩემს ახალგაზრდა მეგობრებთან ერთად; ახლა ამ „ენჯეოს“ პოსტ-პანდემიური რეაბილიტაციის („ფენიქსის“) ფაზაში ვართ.



პარალელურად მედიით (რუსთავი 2, საზოგადოებრივი მაუწყებელი, „მთავარი“) ვცდილობდი და ვცდილობ მეცნიერების, გარემოს დაცვის და ჯანმრთელობის  პოპულარიზაციას.


მოკლედ, ლამის მთელი ცხოვრება გავიდა „ენჯეოების“ და მედიების დახურვის წინააღმდეგ ბრძოლაში. ყველა მთავრობა ცდილობდა ჩვენს (თავისუფალი მედიის და „ენჯეოების“) დასუსტებას; ჩვენ ვიბრძოდით და არ ვნებდებოდით. მაგრამ ვიცოდით, რომ ეს ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ადგილობრივი (ეროვნული) მთავრობების მცდელობები იყო. პროცესს საშიშად აღვიქვამდით, მაგრამ არა კატასტროფულად, რადგან მორევა ძალაზეა და არ ვთვლიდით თავს სუსტად - ვიყავით ქართული მთავრობები და ქართველი ხალხი. 

 

ახლაც იგივე ფაზაში ვარ(თ). 30 წელი გავიდა და ისევ იგივე ხდება ამ ბედკრულ ქვეყანაში. თუმცა, პირველად ხდება, რომ ამ ყველაფერს უცხო და ჩვენი მტერი ოკუპანტი ქვეყანა ღიად გვიკეთებს.

 

ახლა ვართ ქართველი ხალხი და რუსული მთავრობა! 

 

საქართველოს მოქალაქეები და რუსები!

 

რატომ დავწერე ამდენი იცით!? მხოლოდ იმიტომ, რომ დათო ტორნადო გაბუნიას დავესესხო. ერთხელ მანქანით მივდიოდით და მითხრა წინადადება, რომელიც ცხოვრების ბოლომდე მემახსოვრება - „ლევან, მაქვს კარგი ქვეყანა, მაქვს კარგი კლიმატი, მყავს კარგი ხალხი და მაქვს კარგი კულტურა! არ დავუთმობ ამას რუსებს! უნდათ მაიძულონ რომ წავიდე, მაგრამ არსად წავალ! შევაკვდები და არ წავალ“.


მეც არსად არ წავალ! შევაკვდები და არ წავალ! აქ ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს!“ - წერს ლევან ბუთხუზი.

 

ფოტო: რადიო თავისუფლება





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up