დიეგო მარადონას პატივსაცემად მისული ხალხის ნაკადი დილიდან არ წყდება ბუენოს აირესში.
შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ფეხბურთელი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა. 4 ნოემბერს მან მძიმე ოპერაცია გადაიტანა, რის შემდეგაც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა.
ფიფას ვებგვერდზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, დიეგო მარადონა მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევა.