სოფლის მეურნეობის პროდუქტების მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მიმწოდებელი - ამერიკული Cargill-ი რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტს შეწყვეტს. კომპანია რუსული მარცვლეულის ექსპორტიორთა ათეულშია.
კომპანიამ თავისი გეგმები რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს თავმჯდომარის მოადგილეს ოქსანა ლუტს განუცხადა, - ამის შესახებ RBC წერს.
აღნიშნულია, რომ ამერიკული კორპორაციის რუსული შვილობილი კომპანია რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტს მომავალ სასოფლო-სამეურნეო წელს შეწყვეტს (მომდევნო სასოფლო-სამეურნეო წელი 2023 წლის 1 ივლისს დაიწყება და 2024 წლის 30 ივნისამდე გაგრძელდება).
„წერილში კომპანია იტყობინება, რომ მომდევნო სასოფლო-სამეურნეო სეზონში 2023/2024 წლებში შპს Cargill არ გეგმავს რუსეთიდან მარცვლეულის ექსპორტს. ამავდროულად, კომპანიამ პირობა დადო, რომ მიმდინარე 2022-2023 სეზონისთვის დაგეგმილი გადაზიდვები განხორციელდება „სრულიად არსებული კვოტის შესაბამისად“, - წერს RBC.
Cargill-ის შვილობილმა კომპანიამ რუსეთში ასევე განაცხადა, რომ იწყებს აქტივების პორტფელის გადახედვას, რომელიც დაკავშირებულია მარცვლეულის ექსპორტთან.
რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა დაადასტურა, რომ მათ მიიღეს შეტყობინება Cargill-ისგან.