„მარცვლეულის ერთადერთი მომწოდებელი რუსეთი გახდა, ახალი ბაზრის ძიება კი არ გამოვა“ - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

„მარცვლეულის ერთადერთი მომწოდებელი რუსეთი გახდა, ახალი ბაზრის ძიება კი არ გამოვა“ - ზურაბ უჩუმბეგაშვილი

access_time2022-12-21 12:10:06

მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ და კომპანია „კუმისის“ ხელმძღვანელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა რადიო „კომერსანტის“ ეთერში მეფრინველეობის სექტორში 2022 წლის გამოწვევებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მეფრინველეობისთვის საჭირო მარცვლეულის ერთადერთი მომწოდებელი რუსეთი გახდა. 



უჩუმბეგაშვილის თქმით, ამ ფონზე არც ახალი ბაზრის ძიება გამოდის, რადგან რეგიონში ხორბლის და მარცვლეულის მწარმოებელი არც ერთი ქვეყანა არაა.



„წლის დასაწყისი ძალიან პანიკური იყო - ბაზრიდან მარცვლეულის და ზეთეული კულტურების მომწოდებელი სახელმწიფო, უკრაინა ჩაიხსნა და მხოლოდ რუსეთის მარცვლეულის იმედად დავრჩით. გაორმაგდა მატარებელზე ფასი, გაგვიჭირდა საწვავი და დისტრიბუცია. საკმაოდ შემაშფოთებელ სიტუაციაში ვიყავით, მაგრამ ფასის მინიმალური მატებით, წარმოების მოცულობა შევინარჩუნეთ, არც კვერცხის და არც ქათმის დეფიციტი არ შექმნილა,“ - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.





მისი თქმით, ალტერნატიული ბაზრის ძიება არ გამოვა, რადგან რეგიონში არც ერთი ქვეყანა არ არის ხორბლის და მარცვლეულის მწარმოებელი, ევროპაში მაღალი ფასებია, უფრო დიდი ბაზრებისთვის კი - მარცვლეულის პორტი არ გვაქვს.



„ახალი ბაზრის მოძიება არანაირად არ გამოვა. ჩვენს რეგიონში მყოფი არც ერთი ქვეყანა არ არის ხორბლის და მარცვლეულის მწარმოებელი. ერთადერთი ვარიანტი ყაზახეთია, მაგრამ ყაზახეთიდან ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა იმდენად რთული და ძვირია, საფურაჟე ხორბლის წამოღება ფაქტობრივად აზრს კარგავს და ყაზახეთს სიმინდიც არ აქვს.



ევროპაში იცით რა ფასებია და მარცვლეულის კუთხით იქ უარესი მდგომარეობაა. დიდი მწარმოებელი ქვეყნებიდან, მაგალითად - ამერიკა და ავსტრალია - რაიმე მარცვლეულის შემოტანაზე საუბარი ზედმეტია, რადგან მარცვლეულის პორტი არ გვაქვს. 3 და 4 000-ტონიანი გემის შემოყვანა იმდენად ძვირი ჯდება, რომ აზრს კარგავს.



ფაქტებიდან გამომდინარე, მარცვლეულის შემომტანი ერთადერთი რუსეთია და ღმერთმა ქნას უკრაინაში ომი დამთავრდეს, რომ მარცვლეულის ბაზარზე უკრაინაც დაბრუნდეს“, - განაცხადა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up