მარცვლეულის გლობალურ ბაზარს შეიძლება კლიმატის ცვლილება და სასურსათო შეთანხმების პოტენციური დარღვევა დაემუქროს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას The Financial Times-ი ავრცელებს.
„მარცვლეულის გარიგებამ“ დიდი როლი ითამაშა მსოფლიო ფასების შემცირებაში. თუმცა, ანალიტიკოსების აზრით, ის შესაძლოა დაირღვეს, რაც საკვებზე ფასების მორიგი მატებას გამოიწვევს.
გამოცემის ცნობით, გლობალური ბაზრისთვის საფრთხე კლიმატის ცვლილებაც ქმნის. საუბარია წყნარი ოკეანის ცენტრალურ და აღმოსავლეთ აკვატორიაში ოკეანის ზედაპირის გაციებაზე, რაც ატმოსფეროს ცირკულაციას ცვლის, კერძოდ ქარს, წნევას და ნალექებს. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ „ლა ნინიას“ ოკეანეური და ატმოსფერული ფენომენი, რომელიც უკვე ზედიზედ სამი წელია გაგრძელდა, წელს შესაძლოა საზიანო გავლენა იქონიოს მთელ მსოფლიოში.
ანალიტიკოსებმა მარცვლეულის გარიგების მომავალი შეადარეს „ერთძრავიან ფრენას“. საქმე იმაშია, რომ ძრავის მუშაობისას მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. თუმცა, შეჩერებამ შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს.