„მარცვლეულის შეთანხმება“ 120 დღით გაგრძელდა. ის ითვალისწინებს შავი ზღვით უკრაინული აგროპროდუქციის უსაფრთხო ექსპორტს. უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრ ოლექსანდრ კურბაკოვის ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს, სტამბოლში მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ რუსეთმა, უკრაინამ, თურქეთმა და გაერომ 22 ივლისს სტამბოლში ხელი მოაწერეს მრავალმხრივ შეთანხმებას ექსპორტზე რუსული პროდუქციის მიწოდებაზე შეზღუდვების მოხსნისა და უკრაინული მარცვლეულის ექსპორტში მოსკოვის დახმარების შესახებ. არსებულ კონტრაქტს ვადა 19 ნოემბერს ეწურება.
29 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციამ განაცხადა, რომ „მარცვლეულის შეთანხმებაში“ მონაწილეობას აჩერებს და ეს გადაწყვეტილება სევასტოპოლში შავი ზღვის ფლოტის გემებზე განხორციელებული თავდასხმის გამო მიიღეს. თუმცა შემდგომ რუსეთმა პოზიციები დათმო.
2 ნოემბერს ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.