„მარგი“: პური რუსეთში გაძვირდა და ფასმა ჩვენთან რომ მოიმატოს, რა გასაკვირია?!

„მარგი“: პური რუსეთში გაძვირდა და ფასმა ჩვენთან რომ მოიმატოს, რა გასაკვირია?!

access_time2021-06-24 10:20:00

მთავრობის გადაწყვეტილებას, პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირების შეწყვეტასთან დაკავშირებით, „ბიზნესპარტნიორთან“ ფქვილის იმპორტიორი კომპანია „მარგის“ ხელმძღვანელი ნუგზარ ღონიაშვილი აფასებს.


მისი განცხადებით, ფქვილის სუბსიდირება სწორი გამოსავალი არ იყო, შესაბამისად, ახლა მისი შეწყვეტა მხოლოდ და მხოლოდ დადებითად შეიძლება შეფასდეს.


„სუბსიდირების შემდეგ, წისქვილები 1 ტომარა ფქვილს, 53 ლარად ყიდდნენ. სუბსიდირების თანხა კი 1 ტომარაზე 20 ლარს შეადგენდა. ფაქტობრივად, ისინი 1 ტომარა ფქვილს 73 ლარად ყიდდნენ, მაშინ როდესაც, ჩვენს შემთხვევაში 1 ტომარა ფქვილის გასაყიდი ფასი 63-64 ლარს შეადგენდა. რა საჭირო იყო ეს?


მესმის, რომ ცუდია ფასების ზრდა, არამარტო პურზე, არამედ ყველაფერზე. ის თანხა კი რაც სუბსიდირებაზე დაიხარჯა, ჯობდა უფრო ოპტიმალურად გამოყენებულიყო. დახმარებით ესარგებლა იმას, ვისაც უფრო სჭირდებოდა. გამოდის, რომ მთელი საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იყო ფასშენარჩუნებული პური, არადა შეიძლება ბევრი ისეთი ადამიანი ყიდულობდა, ვისთვისაც მნიშვნელობა არ ჰქონდა პური 5-10 თეთრით ძვირი ეღირებოდა თუ იაფი,“-აცხადებს ღონიაშვილი.


კითხვაზე, რომ არა სუბსიდირება, შენარჩუნდებოდა თუ არა პურზე ფასი, იმპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სუბსიდირების გარეშე, ისევე როგორც სხვა პროდუქტები, ესეც გაძვირდებოდა. თუმცა, არა ისეთი პროცენტით, როგორც მაგალითად ზეთი, რომლის ფასი გაორმაგდა.



„რუსეთში, რომელიც ხორბლის ყველაზე დიდი ექსპორტიორია, პური გაძვირდა. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ფასის ზრდაა. რუსეთში გაძვირდა და საქართველოში რომ მოიმატოს ფასმა ეს გასაკვირია? ეს არის ობიექტური რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ შეუძლია საქართველოს, დაეხმაროს იმ ხალხს ვისაც სჭირდება,“ - აცხადებს ღონიაშვილი.


მისი ინფორმაციით, მსგავსი მიდგომები დარგში კონკურენციას კლავს. გრძელვადიანი სუბსიდირება საშველი არ არის. ღონიაშვილის ინფორმაციით,თუ ხორბლის ფასი მსოფლიო ბაზარზე არ გაიაფდა, ჩვენთან 1 ტომარა ფქვილი 53 ლარი არასდროს ეღირება.


როგორც ცნობილია, პირველი ივლისიდან ფქვილის სუბსიდირება აღარ გაგრძელდება.


როგორც „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, გადაწყვეტილება დარგის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე გააცნეს.


მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე ერთი ტონა ხორბლის ფასი და 280-დან 255 დოლარამდეა შემცირებული. მოლოდინია, რომ ფასი შემცირდება 250 დოლარამდე. ამ კლებამ საქართველოში ერთი ტომარა ფქვილის ფასი 68 ლარიდან 60 ლარამდე გააიაფა.


„სამიზნე ფასამდე, 53 ლარამდე, რომელიც მეპურეების თქმით, საჭიროა იმისთვის რომ პური არ გაძვირდეს დარჩენილია 7 ლარი,“ - აღნიშნა ლევან სილაგავამ.


შეგახსენებთ, ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპი საქართველოში ივნისის ბოლოს მთავრდება. პანდემიის პირობებში ფქვილის ფასის სუბსიდირებისთვის და ე.წ. სოციალურ პურზე ფასის შესანარჩუნებლად სახელმწიფომ ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოყო. სუბსიდირების მთავარი მიზეზი რუსეთში, რომელიც საქართველის მთავარი იმპორტიორია, ხორბლის გაძვირება და ექსპორტზე საბაჟო გადასახადის დაწესება გახდა. ამას ხელს უწყობდა გაუფასურებული ეროვნული ვალუტაც. დღეს კი ლარი მყარდება, რუსულ ბაზარზე კი ახალი მოსახლის მოლოდინში, ხორბლის ფასები მცირდება.


business-partner.ge

თეგები:
პური



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up