რუსეთის საგარეო სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ აღიარა, რომ ოდესის პორტზე სარაკეტო იერიში რუსეთმა მიიტანა.
მისი განცხადებით, „კალიბრის“ ტიპის რაკეტებმა ოდესის პორტის სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურეს.
მარცვლეულის ექსპორტზე შეთანხმების ხელმოწერიდან მეორე დღეს უკრაინამ რუსეთი ოდესის პორტის დაბომბვაში დაადანაშაულა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ოდესის პორტზე განხორციელებული დარტყმები დაგმო.
22 ივლისს რუსეთმა და უკრაინამ სტამბოლში ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც უკრაინიდან მარცვლეულისა და სხვა საკვები პროდუქტების უსაფრთხო ექსპორტს უზრუნველყოფს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მხარეები არ მიიტანენ იერიშს საპორტო ინფრასტრუქტურაზე, რომელზეც შეთანხმება ვრცელდება, მათ შორის ოდესის პორტზე.
წყარო: imedinews.ge