მარიამ ქუთათელაძე: „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულებულთა  სადაზღვევო პირობები გაუმჯობესდა

მარიამ ქუთათელაძე: „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულებულთა სადაზღვევო პირობები გაუმჯობესდა

access_time2021-03-19 13:01:25

„მძიმე მრეწველობაში დასაქმებულთათვის ჯანმრთელობის დაზღვევა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამიტომ ჩვენი კომპანია ამ მიმართულებით მუდმივად მუშაობს. მათი პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტული საკითხია“, - აცხადებს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორი მარიამ ქუთათელაძე. საინტერესოა, მაინც რა ბენეფიტებით სარგებლობს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული 6000-ზე მეტი პირი, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის სამედიცინო მომსახურება და  რა სიახლეებს გეგმავს კომპანია დასაქმებულთა პირობების გასაუმჯობესებლად?  საქართველოში უმსხვილესი ინდუსტრიული კომპანიის წარმომადგენელს კომპანიაში მოქმედი ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის შესახებ ვესაუბრეთ.

 


რა ბენეფიტებით სარგებლობენ დღეს „ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებული პირები, რომელ სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობს „ჯორჯიან მანგანეზი“ და რომელია თქვენი პროვაიდერი კლინიკები?



ჩვენს კომპანიაში 6000-ზე მეტი პირია დასაქმებული. „ჯორჯიან მანგანეზი“ მათ სადაზღვევო პაკეტებს სრულად აფინანსებს.

გარდა ამისა, ჩვენ ვართ კომპანია, რომელიც არამხოლოდ თანამშრომლებს, არამედ მთლიანად მათ ოჯახებს ვაზღვევთ. ოჯახის წევრებში იგულისხმება დასაქმებული პირის მეუღლე და შვილები - 25 წლამდე. პროვაიდერ კლინიკებში ისინი საკმაოდ კარგ სამედიცინო მომსახურებას იღებენ.


„ჯორჯიან მანგანეზს“ ჯანმრთელობის სადაზღვევო პაკეტის შესახებ ხელშეკრულება კომპანია „უნისონთან“ აქვს გაფორმებული, რომელიც, თავის მხრივ, კომპანიის თანამშრომელთა მომსახურებას, პროვაიდერი კლინიკების მეშვეობით, 4 ქალაქში - თბილისში, ზესტაფონში, ჭიათურასა და საჩხერეში უზრუნველყოფს.


ზესტაფონში ჩვენს თანამშრომლებს კლინიკა „ფერომედი“, ხოლო ჭიათურაში დასაქმებულებს, პროვაიდერი კლინიკები ამავე ქალაქსა და საჩხერეში ემსახურებიან. აღსანიშნავია, რომ ჭიათურაში გვაქვს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ცოტა ხნის წინ გარემონტებული ამბულატორია, რომელიც აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით. სამედიცინო დაწესებულებამ ქალაქში არსებული ძველი ამბულატორია ჩაანაცვლა, რომელიც ახალ ლოკაციაზე გაუმჯობესებული სახითა და განახლებული სერვისებითაა წარმოდგენილი.


ჩვენი კომპანიისთვის, დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაზღვევა პრიორიტეტული საკითხია. სადაზღვევო პაკეტს ყოველწლიურად ვაუმჯობესებთ, გასაუმჯობესებელ მიმართულებებს კი, ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი, ყოველი წლის ბოლოს, თანამშრომლებთან ინდივიდუალური გამოკითხვის მეშვეობით ადგენს. დაზღვევის საკითხებს და იმას თუ რამდენად კმაყოფილები არიან თანამშრომლები დაზღვევის პირობებით და რისი გაუმჯობესება სურთ ან სად ექმნებათ ხარვეზები - პირად მონიტორინგს ვუწევთ.

 


ძირითადად რა სახის ხარვეზებზე საუბრობენ თანამშრომლები და რა მიმართულებით ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას?


გასული წლის ნოემბერში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხშირად აფთიაქებში მედიკამენტები არ იყო ხელმისაწვდომი, აფთიაქში ექიმის გამოწერილი მედიკამენტების შემცვლელ სხვა პრეპარატს სთავაზობდნენ, გამოწერილ მედიკამენტს კი სადაზღვევო არ აფინანსებდა.



რაც შეეხება ამბულატორიულ მომსახურებას, რომელიც კლინიკებში ყველაზე ხშირად გამოყენებადია, სამედიცინო მომსახურება უწინ აქ მხოლოდ 80%-ით ფინანსდებოდა.



ჩვენმა დეპარტამენტმა, სადაზღვევო კომპანიასთან მოლაპარაკებების შედეგად, ზემოთ ჩამოთვლილი პირობების გაუმჯობესება შეძლო. კერძოდ, ჩვენს თანამშრომლებს, რომელიც „უნისონის“ დაზღვევით სარგებლობენ, აფთიაქებში გამოწერილი მედიკამენტის შემცვლელს ვეღარ შესთავაზებენ, ზოგადად, სადაზღვევო კომპანიებს ეს პირობა ხელშეკრულებაში ხშირად აქვთ ხოლმე, თუმცა, მისი შეცვლა შევძელით. მედიკამენტების ხელმისაწვდომობის მიზნით, დავამატეთ კიდევ ერთი პროვაიდერი აფთიაქი და დღესდღეობით გვემსახურება ორი ქსელი- როგორც „ავერსი“, ისე „პე-ეს-პე“.



გარდა ამისა, იგეგმება, რომ კვირაში ერთხელ ჩვენს პროვაიდერ კლინიკებში თბილისიდან მიწვევით, სხვადასხვა სპეციალისტი ჩავა - ეს იქნება ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი თუ სხვა. შედეგად, ჩვენს თანამშრომლებს საშალება ექნებათ კონსულტაციები მათთნაც გაიარონ.



ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პირობა, რაც სადაზღვევო პაკეტში ჩავდეთ არის ის, რომ წლევანდელი დაზღვევით თანამშრომლებს, ამბულატორიული მომსახურებით სარგებლობა არა 80%-იანი თანადაფინანსებით, არამედ სრულად, 100%-ით უფასოდ შეუძლიათ.

 


რამდენად არსებობს პროვადიერ კლინიკებში რიგების პრობლემა? ამ საკითხზე ხშირად ისმის უკმაყოფილება...

ამჟამად ვმუშაობთ იმაზე, რომ პროვაიდერ კლინიკებში მომსახურება გაუმჯობესდეს და აღარ იყოს რიგები. საჩხერის კლინიკაში სპეციალურად ჩვენთვის, ცალკე რეგისტრატურა გაკეთდა, იმისთვის რომ თანამშრომლებისთვის მომსახურების გაწევა, მალე, შემჭიდროვებულ დროში მოხდეს.


რა თქმა უნდა, პატარა პრობლემები დღემდე რჩება, თუმცა, სადაზღვევო კომპანია დაგვპირდა, რომ ეს საკითხიც მალე სრულად მოგვარდება. რეალურად, პროვაიდერ კლინიკებთან კომუნიკაციის პრობლემა ნაწილობრივ აღმოფხვრილია.


მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენი დეპარტამენტი სადაზღვევო კომპანიასა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობას მუდმივ მონიტორინგს უწევს. ჭიათურასა და ზესტაფონში გვქონდა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაც. სადაზღვევო კომპანიის თანამშრომელი ადგილზე ჩავიდა იმ ქალაქებში, სადაც „ჯორჯიან მანგანეზი“ ოპერირებს და ჩვენს დასაქმებულებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, თუ როგორ უნდა გამოიყენონ სწორად მომსახურების პაკეტი, რათა სარისკო გართულებები თავიდან აიცილონ. ამ შეხვედრით დისკომუნიკაციის ალბათობა სრულად აღმოიფხვრა.


ვფიქრობ, აუცილებელია მსგავსი აქტიური კომუნიკაცია და შიდა მონიტორინგი, რათა თავიდან ავირიდოთ უსიამოვნო ლაფსუსები. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი თანამშრომლები და მათი ოჯახის წევრები სადაზღვევო კომპანიითა და სამედიცინო მომსახურების პირობებით კმაყოფილები იყვნენ და რაც მთავარია, მათთვის სამედიცინო მომსახურება მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს.

 


იმ სადაზღვევო ფონდის შესახებ მოგვიყევით, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზისა“ და „უნისონის“ ურთიერთშეთანხმებით შეიქმნა...


დიახ, ჩვენს სადაზღვევო მომსახურებაში არსებობს სადაზღვევო ფონდი, რომელიც ძირითადად მიმართულია იმ თანამშრომლების დახმარებაზე, რომლებმაც სადაზღვევო მომსახურების პირობებში თავისი ლიმიტი უკვე ამოწურეს, ან ისეთ მკურნალობას საჭიროებენ, რომელიც ე.წ. გამონაკლისში შედის და სადაზღვევო კომპანია მას არ ანაზღაურებს. სწორედ მათთვის არის ცალკე ფონდი, სადაზღვევოსგან კომპანიისთვის გამოყოფილი თანხა, რომელიც შესაძლოა მიმართული იყოს როგორც საქართველოს მასშტაბით მკურნალობაზე, ისე საზღვარგარეთ. ფონდი ეკუთვნის თავად „უნისონს“, ფონდის თანხის გამოყენება კი ჩვენი კომპანიის უშუალო შუამდგომლობით, სადაზღვევოსთან განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხდება. სხვათაშორის, მსგავსი ფონდები იშვიათად არსებობს სადაზღვევო ხელშეკრულებებში.

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up