მარიამ ქვრივიშვილი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი უმოკლეს ვადებში დავასრულეთ

მარიამ ქვრივიშვილი - 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მონტაჟი უმოკლეს ვადებში დავასრულეთ

access_time2022-02-11 14:40:00

2022 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ბაკურიანში, დიდველის ორ სათხილამურო ტრასაზე, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზა სამონტაჟო სამუშაოები დასრულდა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


შედეგად, 23 ფიქსირებული და 3 მოძრავი თოვლის საფრქვევი აპარატით, ჯამში, 2,500 მეტრი სიგრძის სათხილამურო გზის გათოვლიანება იქნება შესაძლებელი. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ამით უმოკლეს ვადებში დასრულდა ხელოვნური გათოვლიანების სისტემის მესამე ფაზის მონტაჟი, რომელიც 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა.


„2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის მიმდინარე მოსამზადებელი სამუშაოების ფარგლებში - ხელოვნური გათოვლიანების სისტემა ჩვენთვის უმთავრესი ინფრასტრუქტურული შესასრულებელი პროექტი იყო. თუმცა, ეს, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია კურორტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის - გაზრდის სეზონის ხანგრძლივობას და ცხადია, ერთ-ერთი მთავარი ინფრასტრუქტურული ინსტრუმენტია მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებისათვის,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.



გათოვლიანების სისტემის მეორე ფაზა, დიდველის სათხილამურო არეალში 2020 წელს დამონტაჟდა. 1150 მეტრიან ტრასას 34 თოვლის საფრქვევი აპარატი ათოვლიანებს. აღნიშნულ ტრასაზე გაიმართა 2021 წლის ევროპისა და მსოფლიო თასის ეტაპები სქი-ქროსის სახეობაში, რომელიც საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მხრიდან დადებითად შეაფასდა. რაც შეეხება გათოვლიანების სისტემის პირველ ფაზას, ის 2014-2015 წლებში განხორციელდა. 1600 მეტრიან სასრიალო გზას 36 ერთეული თოვლის საფრქვევი აპარატი ათოვლიანებს.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up