მარიამ ქვრივიშვილი: „მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულში საუდის არაბეთიდან  უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი იქნება“

მარიამ ქვრივიშვილი: „მოლოდინი გვაქვს, რომ ზაფხულში საუდის არაბეთიდან უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი იქნება“

access_time2022-05-10 20:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დღეს საუდის არაბეთის სამეფოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა. მარიამ ქვრივიშვილმა და ამერ ომარ ამერმა შეხვედრაზე მოახლოებული ზაფხულის ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე საკითხები განიხილეს. შეხვედრას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილიც დაესწრო.


როგორც შეხვედრაზე მარიამ ქვრივიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, საქართველო ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და სტუმართმოყვარე ქვეყანაა ტურისტებისთვის, რაც განაპირობებს ვიზიტორების ზრდას წლიდან წლამდე. ამასთან, ორივე მხარის განცხადებით, არის მოლოდინი, რომ წელს, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე საქართველოს საუდის არაბეთის ძალიან ბევრი მოქალაქე ესტუმრება, რომლებიც მაღალი მხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან.



„მოლოდინი გავქვს, რომ ამ ქვეყნიდან იქნება უპრეცედენტოდ მაღალი ტურისტული ნაკადი წლევანდელ, ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რაც განპირობებულია იმით, რომ ჩვენ წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რომლებიც ოპერირებენ, ან ოპერირებას დაიწყებენ საქართველოში და ჯამში ზაფხული სეზონზე საუდის არაბეთიდან ველოდებით კვირაში 54 ავიარეისს თბილისის და ბათუმის მიმართულებით“, - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


გარდა ტურისტებისთვის უსაფრთხო გარემოსი, მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა, რომ ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა ოთხსეზონურობით, რაც მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის ოჯახური დასვენებისთვის და სწორედ ამიტომ წლიდან წლამდე იზრდება საქართველოში ტურიზმის დინამიკა. მისივე თქმით, საუდის არაბეთი საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყნაა, საიდანაც შემოსული ვიზიტორები მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up