მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება - რამდენიმე  მაჩვენებლით ჩვენ 2019 წლის მონაცემებიც კი გავაუმჯობესეთ

მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება - რამდენიმე მაჩვენებლით ჩვენ 2019 წლის მონაცემებიც კი გავაუმჯობესეთ

access_time2022-02-23 18:00:00

საქართველოს დელეგაცია ავტორიტეტული საერთაშორისო საავიაციო ფორუმის Connect 2022 - ის მუშაობაში მონაწილეობს, რომელზეც 60 ქვეყნის 75 ავიაკომპანია და 280 - ზე მეტი აეროპორტია წარმოდგენილი. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.


ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, ასეთ წარმომადგენლობით ფორუმში საქართველოს მონაწილეობა კარგი შესაძლებლობაა, რათა საქართველოს საავიაციო ბაზრის პოტენციალით სექტორის უმსხვილესი კორპორაციები დაინტერესდნენ.



„საქართველოს საავიაციო ბაზარი პანდემიის შემდეგ ძალიან სწრაფად ვითარდება. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით, ფრენები სრულდება 235-240 სიხშირით და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 70%. ფრენები ხორციელდება 33 ავიაკომპანიის მიერ და 2019 წელთან შედარებით აღდგენამ შეადგინა 103%. მიმართულებების კუთხით, თებერვალში გვაქვს 56 მიმართულება მსოფლიოს 28 ქვეყანაში, როდესაც 2019 წელს იყო 70 მიმართულება 29 ქვეყნის მიმართულებით. შესაბამისად, მიმართულებების აღდგენამ შეადგინა 80%, ხოლო ქვეყნების რაოდენობა კი აღდგა 97%-ით. ფორუმი Connect - ი ევროპის რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე წარმომადგენლობითი ღონისძიებაა, სადაც საავიაციო სექტორის განვითარების ძირითად ტენდენციებზეა საუბარი. საქართველოს დელეგაციას, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებითაა წარმოდგენილი, დაგეგმილი აქვს პრეზენტაციები და ორმხრივი შეხვედრები, რომლის დროსაც საუბარი წარიმართება ჩვენი ქვეყნის ავიაბაზრის სიახლეებზე, არსებულ და დაგეგმილ საავიაციო ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტზე, რომელსაც საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარება შეუძლია, რაც ქუთაისის აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ ზრდის. ჩვენ ველოდებით საქართველოს ავიაბაზარზე არაერთი ახალი ავიაკომპანიის შემოსვლას,“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მისი თქმით, Connect 2022 – ის ფარგლებში დაგეგმილია მოლაპარაკებები ავიაკომპანიებთან, რათა სამომავლოდ საქართველოში ახალი პირდაპირი რეისების რაოდენობა გაიზარდოს.




საერთაშორისო საავიაციო ფორუმებში საქართველოს აეროპორტების გაერთიანება 2013 წლიდან უწყვეტად მონაწილეობს. რადგან მსგავსი ტიპის ფორუმებზე საფუძველი ეყრება ახალ ავიაკომპანიებთან, აეროპორტებთან და ტურ-ოპერატორებთან თანამშრომლობას.



ფორუმების ფარგლებში იმართება არაერთი შეხვედრა საქართველოს ბაზრისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ავიაკომპანიებთან, რათა დაინტერესდნენ ფრენების დაწყებით, ან არსებულ მიმართულებებზე სიხშირეების გაზრდით, ან ახალი მიმართულებების დამატებით და საქართველოს მიმართულებით ოპერირების არეალის გაზრდით. შედეგად, საქართველოში ფრენები დაიწყეს ისეთმა ცნობილმა ავიაკომპანიებმა, როგორიცაა Air France, Eurowings, Tarom, Ryanair, Sky Up, Wizz Air-მა დაამატა ახალი მიმართულებები და სხვები.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up