მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი აღიარება

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელება არის ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი აღიარება

access_time2022-11-09 22:00:00

ბრიტანეთის უმსხვილესი სამოგზაურო ჟურნალის, Wanderlust-ის მიერ საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ტურისტულ მიმართულებად დასახელებას ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, მარიამ ქვრივიშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ეს არის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანია როგორც უფრო მეტი ტურისტის მოსაზიდად, ასევე ზოგადად, ქვეყნის პოზიციონირებისთვის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.


„განსაკუთრებით სასიხარულოა ეს გამარჯვება ჩვენი ქვეყნისთვის იქიდან გამომდინარე, რომ პროცესში ბევრი სხვა ქვეყანა მონაწილეობდა, თუმცა, ხმათა უმრავლესობით, საქართველომ ღირსეულად დაიკავა გამარჯვებულის ადგილი, როგორც ყველაზე საინტერესო ტურისტული მიმართულებების ქვეყანამ მოგზაურებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ეს ძალიან საამაყოა, საქართველო აქტიურად განაგრძობს ნაბიჯების გადადგმას ცნობადობის კიდევ უფრო გაზრდისთვის და მოლოდინი გვაქვს, რომ ამის შედეგად ქვეყანა უმასპინძლებს კიდევ უფრო მეტ ტურისტს, მათ შორის ბრიტანეთიდან. ეს არის დიდი აღიარება და მნიშვნელოვანია ჩვენი პოზიციონირებისთვის საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.


გავლენიანი ბრიტანული გამოცემა მოგზაურობის შესახებ სტატიებსა და გამოკითხვებს ამზადებს და ყოველწლიურად საუკეთესო ტურისტულ მიმართულებებს ასახელებს. 2022 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულების ქვეყნებს შორის გამარჯვებულად საქართველო დასახელდა. Most Desirable Emerging Destination ჯილდო Wanderlust-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასა და დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს გადაეცა.



Wanderlust მკითხველს ეხმარება მოგზაურობის დაგეგმვაში, საიტის საშუალებით ინფორმაციას უზიარებს მიმართულებების შესახებ. სოციალურ ქსელებში Wanderlust-ს 200 ათასამდე გამომწერი ჰყავს, თითოეულ მასალას კი 100 ათასამდე ადამიანი კითხულობს.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up