ხვალ, 5 ოქტომბერს, 10:30 საათზე, სასტუმრო Pullman Tbilisi Axis Towers-ში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ტურიზმისა და ავიაციის ინდუსტრიის მიმდინარე წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
პრეზენტაციის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას ტურიზმისა და ავიაციის სექტორის აღდგენის დინამიკასა და სტატისტიკას გააცნობს, ასევე წარუდგენს საერთაშორისო მოგზაურების მახასიათებლების კვლევას.