მარიამ ქვრივიშვილი - უმოკლეს ვადებში მოხდება ბაკურიანში საბაგიროს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რასაც რეაგირება მოჰყვება

მარიამ ქვრივიშვილი - უმოკლეს ვადებში მოხდება ბაკურიანში საბაგიროს ინციდენტის გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირება, რასაც რეაგირება მოჰყვება

access_time2022-02-07 20:00:00

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში 6 თებერვალს ბაკურიანში, მიტარბის პირველ ტრასასთან არსებული საბაგიროს გაჩერების მიზეზების დასადგენად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ განაცხადა - მარიამ ქვრივიშვილი დღეს იმყოფებოდა ბაკურიანში და ადგილზე პირადად გაეცნო არსებულ ვითარებას.



„შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებულია სხვადასხვა სექტორის პროფესიონალებით. ჯგუფი მოკლე ვადაში მოახდენს გუშინდელი პრობლემების გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირებას, რასაც მოყვება შემდგომი რეაგირება. ეკონომიკის სამინისტრო მონიტორინგს ვუწევთ ამ პროცესს და სწორედ ამიტომ ვიმყოფებით დღეს ბაკურიანში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ტურისტულ სეზონზე უნდა განვაგრძოთ მაღალი სტანდარტებით შიდა და საერთაშორისო მოგზაურების მომსახურება და მასპინძლობა ჩვენს ზამთრის კურორტებზე“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ.



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორის მოადგილის, თეიმურაზ გამცემლიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოკვლევა, თუ რამ გამოიწვია საბაგიროს შეფერხება - პროცესში, ქართული მხარის გარდა, ჩაერთვნენ ევროპელი სპეციალისტები. „საბაგირო დღეს უკვე მუშაობს და დამსვენებლებს ემსახურება. ჩვენი ამოცანაა, დროულად შევისწავლოთ, რატომ გამოირთო აღნიშნული ტექნიკა ავარიულად, რათა თავიდან იქნას აცილებული მსგავსი შემთხვევები“, - აღნიშნა მან.




ეკონომიკის მინისტრის დავალებით ბაკურიანში დღეს ასევე იმყოფებოდა სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ბეგლარ კაპანაძის განცხადებით, დეპარტამენტი მაღალკვალიფიციურ კადრებთან, ელექტროსისტემების ექსპერტებთან ერთად აწარმოებს მოკვლევას ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, შედეგად, მოხდება პრობლემის იდენტიფიცირება და შესაბამისი ანგარიში საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.


ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up